ბერძნული კლუბი პაპუნაშვილით ისევ დაინტერესდა და მის გადაბირებას შეეცდება

AutoSharing Option
ბერძნული in.gr-ის ცნობით, ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილის სამსახურით კვლავ დაინტერესდა "პანათინაიკოსი".

გამოცემის მტკიცებით, ათენურ კლუბს პაპუს გადაბირება იანვარში სურდა, მაგრამ "სარაგოსამ" "რასინგში" გაუშვა იჯარით, სადაც 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"პანათინაიკოსის" ტექნიკურ დირექტორ ხავი როკას პაპუნაშვილი გუნდში შეტევის ფლანგის გასაძლიერებლად სჭირდება, რადგან ერთი-ერთზე მეურვის მოტყუება შეუძლია. ამაზე სტატისტიკა მეტყველებს და თან, მისი დამატება კლუბის ბიუჯეტს ძალიან არ აზარალებს.

არაგონული წყარო იტყობინება, რომ რაკეტა ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდა. პაპუს შეთავაზება რუსული და კვიპროსული კლუბებიდან აქვს, მაგრამ სახელისა და პოპულარობის გამო უპირატესობას "პანათინაიკოსს" ანიჭებს.

მას
"სარაგოსასთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ესპანური კლუბი მის გასხვისებას შეეცდება.

უნდა აღინიშნოს, რომ "სარაგოსა" პაპუზე დიდ იმედებს ამყარებდა, სეგუნდას კლუბებს 10 მილიონ ევროდ, ხოლო პრიმერას კლუბებს 20 მილიონად დაუფასა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მისი დატოვება არ უნდა, სატრანსფერო ფასს, ალბათ, შეამცირებს", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია,თუმცა ბურთთან განშორება ძალიან უჭირს,ანუ არაგუნდური მოთამაშეა,თან ტრავმებისკენ მიდრეკილი,იმიტომ ვერ გაქაჩა ვერც ვერდერში და ვერც სარაგოსაში.ვერც გაქაჩავს ტოპ ჩემპიუონატებში,ამისი მაქსიმუმი ბელგია-ჰოლანდიაა.პანათინაიკოსი ნამდვილად არაა ცუდი ვარიანტი,თუმცა ახლა ამ გუნდს ძალიან უჭირს,პანდემიის მერე უფრო გაუჭირდება და მეეჭვება შეიძინოს,ალბათ უფრო გაანათხოვრებენ.
master
19:32 04-05-2020
0
რა არის იმაში ცუდი რომ ბერძნული მედია წერს ქართველ ფეხბურთელზე? ასე იწერება სხვა საინტერესო ფეხბურთელებზე ამა თუ იმ ქვეყნიდან. რა შუაშია აქ ჭორაობა? მე პირადად მადლობელი ვარ ჩვენი სპორტული საიტების რომ უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებს გვითარგმნიან და გვაწვდიან! ისე რაც შეეხება პაპუს ნამდვილად არაა პანათინაიკოსი ცუდი ვარიანტი!
gabo
11:47 04-05-2020
1

სიახლეები პოპულარული