Tipsbladet: მძიმე ტრავმის მიუხედავად, ევროპამ ჩაკვეტაძე არ დაივიწყა

AutoSharing Option
ყველაზე ძველმა და ყველაზე პოპულარულმა სკანდინავიურმა სპორტულ-საფეხბურთო გამოცემა Tipsbladet-მა მცირე სტატია მიუძღვნა "გენტის" მთავარ მწვრთნელ იეს ტორუპს და ბელგიური კლუბის ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძესაც შეეხო.

გამოცემა წერს, რომ ბომბარდირ ჯონათან დეივიდს ძალიან ხშირად აკავშირებენ სხვადასხვა კლუბს, თუმცა კანადელი თავდამსხმელი ისევ იეს ტორუპის განკარგულებაშია. მიუხედავად ამისა, დიდი შანსია, დანიელმა სპეციალისტმა ფორვარდი ზაფხულში დაკარგოს.

ასევე, ტორუპი ძალიან ახლოს არის კიდევ ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის დაკარგვასთან. საქმე ეხება გიორგი ჩაკვეტაძეს.

"ქართველმა ფეხბურთელმა წამყვანი ევროპული კლუბების ინტერესი მიიპყრო, ისეთების, როგორებიც "ბარსელონა" და "რომა" არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველს თვეები მძიმე ტრავმის გამო გაუცდა, საფეხბურთო ევროპამ ის მაინც არ დაივიწყა", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არც ტობოლი ივიწყებს არავის!!
თენგიზა ლიპარტელიანი
05 მაისი 2020 09:41
6
აჰააა სიახლე, ახლა ბარსელონაც დამატებია სიას!!...
buba
04 მაისი 2020 18:49
22
მხითარიანი უნდაო რეალს თუ ბარსას არა?
ჰაეს?
04 მაისი 2020 22:38
1
აიაქსი იდეალური იქნება
beqa
04 მაისი 2020 18:40
0
აიაქსი რაა,აიაქსი.ზედგამოჭრილია.დიდ პროგრესს მიაღწევს აიაქსში ჩაკვეტაძე.ჩემპიონატი შემტევი,ნაკლებად ხისტი,დიდი სივრცეები.ნაღდად გაქაჩავს.საქმე ისაა აიაქსი თუ მოინდომებს,რაც სამწუხაროდ ნაკლებად სავარაუდოა.აბა ბორდო და საფრანგეთის ვირული ჩემპიონატი,მგონი ტრავმიანი იქნება.
master
04 მაისი 2020 17:56
0
ტრამვიანმა ბარსას ყურადღება მიიპყროო
შოკირებული გულშემატკივარი
04 მაისი 2020 17:49
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული