თურქული გამოცემა: ამტკიცებდნენ, არველაძე ჩაკვეტაძის "ტრაბზონში" გადასვლაზე დათანხმებას ცდილობსო...

AutoSharing Option
თურქული გამოცემა fotospor.com-ის ინფორმაციით, თურქულ საფეხბურთო წრეებში საუბრობდნენ, რომ ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის დარწმუნებას ცდილობდა, გადასულიყო "ტრაბზონსპორში".

თუმცა შოთამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

"ჩაკვეტაძე დიდ კლუბში ტრანსფერთან ახლოს გასულ ზაფხულს იყო, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. არც ის არის საიდუმლო, რომ მისით "ბორდო" სერიოზულადაა დაინტერესებული. ჩაკვეტაძე ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია.

რაც შეეხება "ტრაბზონსპორთან" დაკავშირებით, ამაზე პასუხი ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება. თუ თავად მოთამაშე რამეს მკითხავს, ამას არავის დავუმალავ", - განაცხადა შოთა არველაძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვფიქრობ ჩაკვეტაძის გადასვლა სადმე აუვცილებელია მისი განვითარებისათვის. ის თამაშები რაც ვნახე გენტის, არ ტოვებს შთაბეჭდილებას კომბინაციურ და გააზრებულ გუნდისას. კიდევ მომეჩვენა რომ ჩვენებს არ აძლევენ პასებს, მგონი უკრაინული კლანი უფრო ზეგავლენას ახდებს გუნდზე და მათი ტრიო ამიტომაც უფრო წარმატებულები არიან.
G.LA
12:46 05-05-2020
3
როგორმე მოიფიქრებს გიო, როგორ განაგრძოს თავისი კარიერა... არველაძე თუ დაეხმარება, ძალიანაც კარგი!!!
Teimuraz
15:22 05-05-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული