კვარაცხელიას მისაბაძი საქციელი - ხვიჩა მშობლიურ ქალაქში 100 ოჯახს დაეხმარა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ კორონავირუსის პანდემიის დროს მისაბაძი საქციელი ჩაიდინა.

19 წლის კვარაცხელიამ მშობლიურ ქალაქ წალენჯიხაში 100 დაბალშემოსავლიან ოჯახს ფინანსური დახმარება გაუწია.

ხვიჩა დაეხმარა სპეციალური საჭიროებების პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ასაკოვან ადამიანებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

"დახმარება 100 ოჯახს გადაეცა, შენით ვამაყობთ, ხვიჩა", - დაწერა ყაზანის "რუბინმა" "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ალბათ, მისასალმებელი იქნება, თუ ხვიჩას სხვა სპორტსმენებიც მიბაძავენ და კრიზისის დროს ხელმოკლე ოჯახებს დაეხმარებიან.

არა" style="height: 50px; width: 50px;" />სლუცკი: ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დიდი ტალანტია, თუმცა...

 

altsportbox.ru: ხვიჩა კვარაცხელია "რუბინს" არ სჭირდება

 

altდავითაშვილსა და კვარაცხელიას ხელფასები 50%-ით შეუმცირეს

მკითხველის კომენტარები / 25 /
მადლობა ყველა ქართველის სახელით შენ და შენს ოჯახს კარგი მაგალითისთვის. ეხლა მთავარი ყვეკანაირი მონაცემები გაქვს დიდი ფეხბურთი ითამაშო აი ეს იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი ქართველი ხალხისთვის ამიტომ ბევრი შრომა ფსიქოლოგიურად საკუთარი თავის მ9მზადება ყველაფერი უნდა შეისწავლო მაქსიმალურ დონეზე ეხლა გადადე თავი და კენწეროში გატკბილდების. წარმატებები ღმერთი შენსკენ
კახა
20:35 09-05-2020
0
ღმერთმა ხელი მოგიმათოს!Მშობლებს კი მადლობა სწორი და კარგი Შვილის აღზრდისთვის
კახა ქ.
17:33 09-05-2020
0

სიახლეები პოპულარული