რუსებმა ამიერკავკასიის სიმბოლურში 5 სომეხი, 4 ქართველი და 2 აზერბაიჯანელი შეიყვანეს

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა Sportbox-მა გამოაქვეყნა სტატია რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ამიერკავკასიელების სიმბოლური გუნდის შესახებ და მასში ოთხი ქართველი ფეხბურთელი შეიყვანა.

მეკარის პოზიციაზე გამოცემამ სომხეთის ნაკრების მეკარე რომან ბერეზოვსკი დააყენა, თუმცა იქვე დაწერა, რომ ამ პოზიციაზე შესაძლოა ყოფილიყო ნუკრი რევიშვილი, რომელიც ვარსკვლავური "ანჟის" წევრი იყო და მასთან ერთად ეტო'ო, რობერტო კარლოსი და სხვები თამაშობდნენ.

აქვე, ნახსენებია, რომ რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდნენ კარგი ქართველი მეკარეები - გიორგი ლორია, გიორგი ლომაია და იოსებ გრიშიკაშვილი.

მარცხენა მცველის პოზიციაზე სომხეთის ნაკრების მცველი კარენ დოხოიანი დააყენეს, თუმცა აღნიშნეს, რომ
მურთაზ შელიას
კანდიდატურასაც განიხილავდნენ. ასევე, უცნაურია, რომ დათო კვირკველია არც კი განიხილეს, რომელიც "რუბინში" 3 წელი თამაშობდა და რუსეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა და ამ წლებში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე დოხოიანმა კარიერაში. მარჯვენა ფლანგზე ასევე სომეხი სარქის ოვსეპიანი მოხვდა.

აი, ცენტრალური დაცვა კი წმინდად ქართულია და მას მოსკოვის "ლოკომოტივის" ორი მოთამაშე წარმოადგენს - მალხაზ ასათიანი და საბა კვირკველია. გამოცემა წერს, რომ უფროსმა ქართველმა "რკინიგზელების" რიგებში 7 წელი გაატარა, 162 მატჩი ჩაატარა და ყველა გუნდური პრიზი მოიგო რუსეთში. უმცროსი "ლოკოში" სიომინის ინიციატივით მივიდა 2017 წელს და ასათიანის შედეგის მისაღწევად მხოლოდ 3 წელი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელს, ამ მომენტისთვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 36 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ასათიანის ანგარიშზე 4 გატანილი გოლია, ხოლო საბას საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეებისათვის გოლი არ გაუტანია.

საიტის მიხედვით, მათ სხვა მცველებისაგან შემდეგი თვისებები გამოარჩევს: ორივე ათლეტურია, ორივე მათგანი შეუდარებელია საჰაერო და ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში, კარგად ერკვევიან სათამაშო სიტუაციებში. ისინი მეტოქის გადაადგილებას ყნოსვით გრძნობენ, ბურთისაგან მათი ტანით მოშორება შეუძლიათ და საჭირო დროს არც ვარდნაზე ამბობენ უარს.

ამავე პოზიციაზე საიტი კიდევ ორ ქართველ მცველს: კახაბერ ცხადაძესა და ალეკსანდრ ამისულაშვილს განიხილავდნენ.

ერთი შეხედვით, გასაკვირია, თუმცა მოედნის ცენტრში რუსებმა გიორგი ქინქლაძე დააყენეს და აღნიშნეს, რომ ეს სიმბოლური გუნდის სუპერშემტევიანობას ნიშნავს. გამოცემის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქინქლაძემ რუსეთში მხოლოდ 2 წელი გაატარა, ის გამორჩეული ტექნიკით, სვლის უსწრაფესი ცვლით, დრიბლინგითა და რაც მთავარია, თამაშის სიღრმისეული გაგებით იყო. მისი დახასიათებისას წერია, რომ ქართველის ამ თვისებებს ინგლისში აფასებდნენ და "სიტის" შემადგენლობაში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

აღნიშნულია, რომ ქინქლაძე "რუბინში" კარიერის ბოლოს თამაშობდა, მას ტრავმები ძალიან უშლიდა ხელს, თუმცა ნათელი იყო, რომ უდიდესი პოტენციალი ჰქონდა იმ დროსაც კი.

ცოტა უცნაურია, რომ ქინქლაძის პოზიციაზე საიტი მის დაცვაზე ორიენტირებულ ვარიანტად გია გრიგალავას განიხილავს. გიას ამ პოზიციაზე არასდროს უთამაშია. ის ხან მარცხენა მცველი იყო და ბოლო დროს კი ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. თუმცა ავტორი გიას აქებს და აღნიშნავს, რომ ამ ძლიერ ბიჭს თითქმის ყველა ფეხბურთელის შეჩერება შეუძლია.

ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე გამოცემამ სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი არაზ ოზბილიზი დააყენა, ხოლო მარჯვნივ - "ანჟის" ლეგენდა ნარვიკ სირხაევი. სავსებით რეალური იყო აღნიშნული პოზიციიდან რომელიმეზე გოგიტა გოგუას დაყენება, რომელმაც 4-5 გამორჩეული სეზონი ჩაატარა რუსეთის პრემიერლიგაში.

რაც შეეხება ფორვარდებს, აქ გამოცემამ "ლოკომოტივის" ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია, აზერბაიჯანის ნაკრების შემტევი ნაზიმ სულეიმანოვი და ამერიკელ-სომეხი იურა მოვსისიანი დააყენა.

გამოცემის მიხედვით, ჯანაშია 5 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა "ლოკომოტივსა" და სიომინს, რომელმაც ის საფეხბურთო კლუბ "სამტრედიადან" წაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვერ გაჰქონდა (52 გოლი 194 მატჩში), ის გუნდის სული და გული იყო, მაშინდელი "ლოკოს" ერთ-ერთი სახე. ბევრს მისი საფირმო სალტოებიც კარგად უნდა ახსოვდეს.

ავტორი აღნიშნავს, რომ იყვნენ კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ამ სიმბოლური გუნდის თავდასხმის ხაზში ვერ მოხვდნენ - მიხეილ აშვეთია, გიორგი დემეტრაძე, გოჩა გოგრიჭიანი.

აღსანიშნავია, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე დასახელებულმა დოხოიანმა თქვა, რომ ამ შემადგენლობაში დავით მუჯირი შეიძლებოდა მოხვედრილიყო 10 ნომრის პოზიციაზე. მისი თქმით, მუჯირი "კრილიაში" კარგად თამაშობდა და შემდეგ "ლოკომოტივში" გადავიდა, ახლა კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს და პრეზიდენტის შემდეგ მეორე კაცია.

საბოლოოდ, Sportbox-ის აზრით, რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ამიერკავკასიელებისაგან შემდგარი სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

რომან ბერეზოვსკი, კარენ დოხოიანი, სარქის ოვსეპიანი, მალხაზ ასათიანი, საბა კვირკველია, გიორგი ქინქლაძე, არაზ ოზბილიზი, ნარვიკ სირხაევი, ზაზა ჯანაშია, იურა მოვსისიანი, ნაზიმ სულეიმანოვი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
დოხუიანი კოტრაწეს
გრიშა
12 მაისი 2020 21:20
2
კოტრაწეს
გრიშა
12 მაისი 2020 21:16
1
ნამეტანი პატივია მაგათ "ნააზრევზე" ყურადღების მიქცევა. წერონ და იკითხონ . მაგათი გოიმური ბეი ბეგი ჩემპიონატი...საერთოდ ჩვენი ფეხბურთელები რომ მან თამაშობდნენ და თამაშობენ ეგ ცალკე უბედურებაა.
ნამეტანი პატივია
12 მაისი 2020 00:49
4
ყველაზე მაგარი,ძლიერი და ჭკვიანი მცველი რუსეთის ჩემპიონატში იყო მურთაზ შელია.
shota
11 მაისი 2020 21:27
0
რულსულ ფეხბურთში სომხების თამაშზე არაფერი ვიცი, ამიტომ შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი უნდა ავღნიშნო, რუსეთში საუკეთესო სომეხი ფეხბურთელები თამაშობენ, 1-2 გამონაკლისის გარდა, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები კი ძირითადად ევროპაში ან რუსეთში მხოლოდ კარიერის დასაწყისში ან დასასრულს! ამიტომაც ეს ნაკრები არც ისე ალოგიკური სჩანს.
ირაკლი
11 მაისი 2020 16:42
0
გამოდის სომხები გვჯობიან და საქმეში არიან პატრიოტები და ჩვენ სადღეგრძელოებში.მერე ვინ დაგიშალათ რომ კაი ტიპები გახდეთ.
ბედნიერი ერი-ილია
11 მაისი 2020 16:33
21
რადგან ვიღაც რიგითმა რუსმა ჟურნალისტმა,რომელიც მაინცდამაინც კარგად ვერ ერკვევა ფეხბურთში,თავის სიმბოლურში 4დან 3(ის ერთიც რუსია) არც ისე კარგი სომეხი ფეხბურთელი შეიყვანა,არ ნიშნავს რომ სომხები ქართველ ფეხბურთელებზე უკეთესები არიან.სხვას რომ თავი დავანებოთ, სპორტში ნამდვილად ვერასოდეს სჯობდნენ სომხები ქართველებს(7-0 :-)).ვერ ვიხსენებ სპორტის სახეობას სადაც ისინი უკეთესები შეიძლება იყვნენ ვიდრე ჩვენ.ამიტომ უადგილოცაა ილიას ბედნიერი ერის მაგალითის მოყვანა ამ სიტუაციაში(ისე რათქმაუნდა ბედნიერი ერი ყოველთვის აქტუალურია საქართველოში)
:-)
12 მაისი 2020 06:38
1
ყველაფერი ნათელია, სომხური ლობი, როგორც ყოველთვის "მოწოდების სიმაღლეზეა".
smrzy))
11 მაისი 2020 16:12
1
და სომხურმა ლობმა აზერები შეიყვან სიმბოლურში?თქვენ არ იცით როგორ სძულთ მაგათ ერთმანეთი
master
11 მაისი 2020 16:39
9
აშკარად იკითხება სომხური "ლობი"...
tngh
11 მაისი 2020 16:08
4
აქ დემეტრაძე და ცხადაძე აუცილებლად უნდა იყვნენ.ქინქლაძეს რუსეთში არაფერი გაუკეთებია.ჯანაშია გემოვნების საკითხია.კობიაშვილმაც ერთი წელი ითამაშა,მასე გახოკიძე რატომ არა?ისე სასაცილოა დემეტრაძის არ შეკვანა,ბომბარდირი გახდა კაცი ბოლობოლო.ნუ დაიკიდეთ რაა,თავიანთი ჩემპიონატია,თვითონ აფასებენ და ჩვენი გემოვნებით ხოარ შეადგენენ???
master
11 მაისი 2020 15:58
0
არც ომარ თეთრაძე გახსენებიათ და არც ბახვა თედეევი.ალან ძაგოევიც სანახევროდ საქართველოშია გაზრდილი.თეთრაძეს მაინც, ძალიან დიდი დამსახურება აქვს რუსულ ფეხბურთში.
სოსო
11 მაისი 2020 21:01
1
რუსები თავის სტიქიაში არიან როგორც ყოველთვის. მეხსიერება კი აქვთ, ვფიქრობ ჩვენზე კარგადაც ახსოვთ ჩვენი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატში, მარა ნამუსთან მწყრალად არიან...
G.LA
11 მაისი 2020 15:48
1

სიახლეები პოპულარული