"სპორტ-ექსპრესმა" მოსკოვის "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში მალხაზ ასათიანი დაასახელა.
წლები "ლოკომოტივში": 2003-10
საიდან გადავიდა: "ტორპედო" (ქუთაისი)
ტრანსფერის თანხა: 600 ათასი ევრო
შედეგები პრემიერლიგაში: 125 მატჩი, 6 გოლი
შედეგები პრემიერლიგაში: 125 მატჩი, 6 გოლი
"რუსეთზე მოგონება - ეს "ლოკომოტივზე" მოგონებაა, ყველაფერ კარგზე. ყველაფერი კარგი კი იური სიომინია", - თქვა ასათიანმა კარიერის დასრულებიდან მრავალი წლის შემდეგ. ის სტაბილური და ერთგული ცენტრალური მცველი იყო და ყოველთვის ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა სიომინთან - მასთან კიევის "დინამოში" იჯარითაც კი გაემგზავრა, ხოლო 2010 წელს მწვრთნელის "ლოკოსთან" მორიგი გამომშვიდობების შემდეგ თავადაც წავიდა (კლუბთან
კონტრაქტიც დაუსრულდა). იმ მომენტში ასათიანი სულ რაღაც 29 წლის იყო, რაც მცველისთვის ოქროს პერიოდია, მაგრამ არ მიიღო რა ღირსეული წინადადება, ქართველმა კარიერა დაასრულა და ახლა სამშობლოში ცხოვრობს."
"სპორტ-ექსპრესმა" 10 საუკეთესო ტრანსფერში აგრეთვე სერგეი ოვჩინიკოვი, სერგეი გურენკო, ჯეიკობ ლეკჰეტო, დმიტრი სიჩევი, ბრანისლავ ივანოვიჩი, გილერმე, ვედრან ჩორლუკა, უმარ ნიასი და გჟეგოჟ კრიხოვიაკი შეიყვანა.