goal.philenews: ანანიძე "ანორთოსისში" არ დაბრუნებულა და არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა

AutoSharing Option
კვიპროსული goal.philenews-ი იტყობინება, რომ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "ანორთოსისში" არ დაბრუნებულა:

"პირველი დივიზიონის თითქმის ყველა გუნდმა დაიწყო ვარჯიში, რათა ჩემპიონატის განახლების შემთხვევაში მზადყოფნაში იყვნენ. "ანორთოსისის" მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას განკარგულებაში ერთი ფეხბურთელი არ არის და არავინაა დარწმუნებული, დაბრუნდება თუ არა.

ეს ჯანო ანანიძეა, რომელიც იანვარში  მოლოდინითა და ამბიციებით მოვიდა, რომ გუნდის თამაშზე დადებითი გავლენა მოეხდინა. მან ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ "ოქროს ცვლილების" მოთამაშე იყო. ჩემპიონატის 6 მატჩში 193 წუთი ითამაშა. არადა, ტვ-შოუების მეშვეობით მის შესახებ თამასა ასწიეს და რა თქმა უნდა, იმ მრავალი
მილიონის გამო, რომელიც მასზე რუსულმა კლუბმა დახარჯა.

ჯერ ტრავმა მიიღო, შემდეგ კი პანდემიის გამო დაუშვილთან ერთად სამშობლოში კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა. დაუშვილი უკან დაბრუნდა, კარანტინის პერიოდი გაიარა და ვარჯიშს შეუდგა. არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა ანანიძე, რადგან აეროპორტები დაკეტილია და მისი გამომგზავრება მხოლოდ კერძო თვითმფრინავითაა შესაძლებელი".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რომელი რეისით დაბრუნდეს კვიპროსში!? რომელი ავიაკომპანია ასრულებს დღეს პირდაპირ ფრენას ან ჩარტერს!? აგერ ქობულეთამდე ვერ ჩადიოდა კაცი თბილისიდან და თქვენ კვიპროსში მოინდომეთ!დაუშვილიც რითი ჩავიდა (თუ ნამდვილად ჩავიდა და ჭორი არ არის) საკითხავია. ალბთ გადაცურა შავი და ხმელთაშუა ზღვა!
მწვრთნელი
13:53 14-05-2020
2
დაუშვილი რითი დაბრუნდა, ჯორით?
Grisha
02:03 14-05-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული