ქართველების მწვრთნელი პრემიერლიგის ჩამთავრების წინააღმდეგია

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი რუსეთის პრემიერლიგის განახლების წინააღმდეგ გამოდის და საკუთარი არგუმენტები მოჰყავს.

"მე მიმდინარე სეზონის ჩამთავრების წინააღმდეგი ვარ. ამას, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვამბობ, კლუბის პოზიცია ჩემსას არ ემთხვევა.

ჩვენი კლუბიდან 70 ადამიანი იმყოფება საზღვარგარეთ და ამ ადამიანების ქვეყანაში შემოსვლის უფლება უნდა მოვიპოვოთ. ლეგიონერების ჩამოსვლის შემდეგ მათ კარანტინში 2 კვირის გატარება მოუწევთ. საუკეთესო შემთხვევაში ვარჯიშის განახლებას 4-5 ივნისამდე ვერ შევძლებთ. ბოლო შეხვედრები 11-12 მარტს გაიმართა. ბოლო ვარჯიშის ჩატარებიდან 3 თვე იქნება გასული. ამ ნაბიჯის გადადგმა ფეხბურთელების ჯანმრთელობასთან
დაკავშირებით უდიდესი რისკის შემცველი იქნება.

გერმანიის ჩემპიონატი აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობდა, ზამთრის პაუზის შემდეგ თამაში იანვარში განაახლეს. ეს კი ერთი და იგივე არაა. ჩვენთან ფეხბურთელებს დეკემბრიდან მარტამდე არ უთამაშიათ, მარტში 3 მატჩი ჩაატარეს და 3 თვეა არაფერს ვაკეთებთ.

გასაგებია, რომ იმ კლუბებს, რომლებსაც გუნდში ლეგიონერები მცირე რაოდენობით ჰყავთ და მათ ფეხბურთელებსაც კონტრაქტების ვადა არ ეწურებათ, შემდეგ სეზონს იმავე შემადგენლობით დაიწყებენ. ხოლო არიან გუნდები, რომლებსაც იჯარით ჰყავთ ბევრი მოთამაშე აყვანილი, ბევრ სპორტსმენთან უმთავრდებათ კონტრაქტები, მათ კი ძალიან გაუჭირდებათ, 1 კვირაში ახალ გუნდს ვერ ააწყობ. ვშიშობ, რომ ამ სეზონის გადარჩენის მცდელობით მომავალ სეზონს დავკარგავთ", - განაცხადა სლუცკიმ.

ყაზანის "რუბინში" საქართველოს ნაკრების ორი წევრი - ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი - თამაშობს. რუსეთის პრემიერლიგაში კი საქართველოს ეროვნული გუნდის 5 ფეხბურთელი გამოდის.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
კადოროვის "ხათრით"ალბათ მასეც იქნება ორ გუნდს დაამატებენ გადმოსულებს და ეგაა ;))
L.J.
17:18 14-05-2020
0
ყველა იმ გუნდის მევრთნელები რომლებიც გასავარდმ ზონასთან ახლოსაა წინააღმდეგებია და მართლებიც არიან(არის შანსი არავინ არ გავარდეს თუ დასრულებულად გამოცხადდება)
L.J.
17:16 14-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული