ოფიციალურად: "გენტი" ბელგიის ვიცე-ჩემპიონია - ჩაკვეტაძე და ქვილითაია ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ

AutoSharing Option
მიუხედავად სეზონის განახლების შესახებ უეფას რეკომენდაციისა, ბელგიის ლიგების ასამბლეამ ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ჩემპიონად "ბრიუგე", ვიცე-ჩემპიონად "გენტი" გამოცხადდა, ხოლო უმაღლეს დივიზიონს "ვაასლანდ-ბევერენი" დატოვებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას კლუბების 84%-მა დაუჭირა მხარი.

ასე რომ, "გენტი", რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ბელგია საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და კვიპროსის შემდეგ მეოთხე ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ჩემპიონატი ნაადრევად დაასრულა.

უეფას ეროვნული პირველობებისა და ევროტურნირების დასრულება აგვისტოში აქვს დაგეგმილი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი მხრივ ჩაკვესთვის პლიუსი ის არის რო აიი 1000 პროცენტით გამოჯანმრთელდება და არანაირი რისკი არ იქნება რო ტრავმა მიიღოს .
ლაშა
16 მაისი 2020 03:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული