კვირკველია "ლოკომოტივს" დატოვებს? მისით 3 გუნდია დაინტერესებული

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ, შესაძლოა, გუნდი სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს.

"ჩემპიონატის" ცნობით, 28 წლის მცველით "კრასნოდარი", "როსტოვი" და "როტორი" არიან დაინტერესებული. "კრასნოდარი" რუსეთის ჩემპიონატზე მესამე ადგილზეა, "როსტოვი" მეოთხეზე, ხოლო "როტორმა" ახლახან მოიპოვა პრემიერლიგის საგზური.

"ლოკოს" მწვრთნელი გუშინ შეეცვალა, იური სიომინის სიომინის ნაცვლად გუნდს მარკო ნიკოლიჩი ჩუდგა სათავეში და არაა გამორიცხული, საბას გადაწყვეტილება სწორედ ამასთან იყოს დაკავშირებული.

კვირკველია "ლოკომოტივში" 2017 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში საბამ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვინც ეპატიჟება ისინი დაწერეს.Თუ Ჭორი იყო არ ვიცი,მარა როცა კასეტაზე იყო რაღაც საუბარი არ ქნა და......(მაგრამ მე მაინც რატომღაც Ჭორის დონეზე მეჩვენებოდა ეგ ამბავი მაშინაც)
კახა ქ.
16 მაისი 2020 14:04
3
რა გინდათ, ისტორიული კლუბია როტორი :DDDD ჰაჰაჰა, ვაი ვაი, ორი აგური უნდა გვეჭიროს ამათ ხელში ფეხბურთი ვისაც გვყვარს
გენა
16 მაისი 2020 13:56
3
ორ აგურზე არ გეთანხმები. თუ გვეყოფა დაგეთანხმები მარა სამწუხაროდ ორი აგური არ გვეყოფა. იმედია ან აქ დარჩება და ან ევროპაში მინიმუმ საფრანგეთში წავა. ისე გერმანიაც არ იქნებოდა ცუდი რადგან გერმანიაში ქართველებს არ უჭირთ თუნდაც ყენია ავიღოთ რომ არა ტრავმა ვერდერში შესანიშნავად კი დაიწყო 17 წლისამ თამაში არ გაჭირვებია.
roma bejanidze
16 მაისი 2020 19:54
3
ევროპაში და მითუმეტეს ინგლისში არ წავიდეს არ შეცდეს, ევროპულ დონეს რა მნიშვნელობა აქვს მთავარი ხომ ფულია ვოლგოგრადის როტორი და მახაჩყალის ანჟი არ ჯობია ?!
........
16 მაისი 2020 12:49
6
ვინმე ეძახის, ეპატიჟება და ეს არ მიდის?!
aburjga
16 მაისი 2020 14:18
2
რა ევროპაში რიგი უდგას?
ზვიო
16 მაისი 2020 13:45
2
ყველა გამოხმაურება
იქნებ ჩაკვეტაძე მაინც გადავიდეს კარგ გუნდში
gio
16 მაისი 2020 12:21
7
იგრიალე ძმაო, რა შეგრჩება მეტი :)))) ლესტერში შენ არ გინდოდა და იყავი ვოლგოგრადის როტორში. გულდასაწყვეტია...
სერგია
16 მაისი 2020 12:09
10
ეს თუ მართალია რომ ლესტერზე უარი თქვა და როტორი იქნება თუ ზენიტი საერთოდ ვერ მხედავ განსხვავებას.. რა უბედურებაა ჩვენს თავს
Solo
16 მაისი 2020 18:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული