კვირკველია ძირითადში არაა, ჩაკვეტაძე რეზერვშია - "სპორტ-ექსპრესმა" "სსრკ 2020"-ის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესმა" პოსტსაბჭოთა ფეხბურთელებისგან "სსრკ 2020"-ის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

"1991 წელს საბჭოთა კავშირი დასრულდა, მაგრამ გარკვეული პერიოდი დსთ-ის ნაკრები არსებობდა. ამ გუნდმა 1992 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც ჯგუფიდან ვერ გავიდა. ამის შემდეგ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს თავიანთი ნაკრებები ჰყავთ.

ევრო 2020-ზე ყოფილ სსრკ-ში შემავალი ქვეყნებიდან პირველად შეიძლება სამი ნაკრები მოხვდეს. რუსეთმა და უკრაინამ უკვე გადალახეს საკვალიფიკაციო ბარიერი, ხოლო საქართველოს და ბელარუსს ტურნირზე ერთა ლიგის პლეი-ოფიდან შეუძლიათ მოხვდნენ (უფრო სწორად, ერთ-ერთ მათგანს). ამას დაამატეთ ის, რომ აზიის ზონაში ძლიერი უზბეკეთის ნაკრებია, რომელიც
რეგულარულად გადის აზიის თასის პლეი-ოფში".

გამოცემამ 23-კაციანი გუნდი შეადგინა, რომელშიც სათადარიგოთა სკამზე ადგილი მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველს, საბა კვირკველიას მიუჩინა. სასტარტო შემადგენლობა კი ასეთია:

Sportall.Ge

მეკარე: ლუნინი (უკრაინა)

მცველები: ჟირკოვი, ჯიქია, მარიუ ფერნანდესი (ყველა რუსეთი), რაკიცკი (უკრაინა)

ნახევარმცველები: ზინჩენკო, სტეპანენკო (ორივე უკრაინა), გოლოვინი (რუსეთი)

თავდამსხმელები: მხითარიანი (სომხეთი), ჩერიშევი, ძიუბა (ორივე რუსეთი)

აღსანიშნავია, რომ რეზერვისტთა შორის მოხვედრის "პატივი" "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ხვდა წილად. ეტყობა, საჭიროების შემთხვევაში უხმობენ...

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნურავინ წაიტრაბახებს. ბუნებაში ყველაფერია მოსალოდნელი.
tngh-ს!
21:57 22-05-2020
0
ჟირკოვს ნაღდად სჯობია კვერკველია!
დავით 67
19:33 16-05-2020
1

სიახლეები პოპულარული