მოულოდნელობებიც არის - უკრაინელებმა 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი დაასახელეს

AutoSharing Option
პოპულარუმა უკრაინულმა საიტმა sport.ua-მ უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე 10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელა.

ახალგაზრდა ქართველი გულშემატკივარისათვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი იქნება ამ სიაში მიხეილ ფოცხვერიასა და ავთანდილ კაპანაძის ხილვა, თან ამ უკანასკნელს საქართველოს ეროვნულ გუნდში 1 შეხვედრაც არ აქვს ჩატარებული.

ათეულში მოხვდა უკრაინის პრემიერლიგის ისტორიაში პენალტების საუკეთესო შემსრულებელი ვასილ გიგიაძე.

გამოცემის მიერ შედგენილი სია კი ასე გამოიყურება:

10. ვასილ გიგიაძე

9. გოჩა ჯამარაული

8. ლაშა ჯაკობია

7. ჯაბა ლიპარტია

6. დავით ხოჭოლავა

5. მიხეილ ფოცხვერია

4. ავთანდილ კაპანაძე

3. ჯაბა კანკავა

2. გიორგი
დემეტრაძე

1. კახაბერ კალაძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
შალვა აფხაზავა დაავიწყდათ.
გიგი
24 სექტემბერი 2020 12:15
0
"მილიონიანი ნაძვისხის, მრავალათასიანი ქუჩის სკამები" ! არტ, ძალიან მაინტერესებს, თუ გაგონილი გექნება შაკირას და კუტუებიანი ბიჭის ჩამოყვანა რა დაჯდა? ის თუ იცი რა თანხითაა შეფასებული ნაგვის ურნები, აი ისინი, დიდები, ალუმინის ფერის რომ არის? მე გეტყვი, 5000 ამერიკული დოლარი თითო! ნულები არ შემშლია - ხუთი ათასი დოლარი! და რასაც კახა კალაძე აკეთებს თბილისში, ყველა დროის საუკეთესო მერს, ნიკო ლეკიშვილსაც კი არ გაუკეთებია.
alexandre
15 ივლისი 2020 10:43
2
კალაძე რომ ფეხბურთში დარჩენილიყო და ის ეკეთებინა რაც ნამდვილად იცის, ხალხს უფრო ეყვარებოდა და აქ ამდენი დისლაიქი არ ექნებოდა. ახლა კი დიდ შარში აწვს თავი გაყოფილი და ვშიშობ, ქოცების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, მილანიდან შეკვეთილი მილიონიანი ნაძვისხის, მრავალათასიანი ქუჩის სკამების, უკანონო ნებართვებისა და სხვა საეჭვო ამბების გამოძიების შემდეგ მარტო დისლაიქების მომატება არ ემუქრება...
არტ
20 მაისი 2020 10:51
9
კახი კალაძე რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია ამაზე არავინ არ დავობს, მაგრამ ის ორი ავტოგოლი არავის რომ არ დავიწყებია ესეც ფაქტია. სადაც ქება დიდებას მივაგებთ, იქ ამ უსიამოვნო ფაქტსაც გავიხსენებთ და თუ ამას ხმამაღლა იტყვის ვინმე ანათემას უნდა გადავცეთ? თვით ამ მსაჯულებსაც კი კარგად ახსოვს ის რაც იტალიასთან მოხდა და მე თუ მკითხავთ ყველაზე მეტად თვით კახამ განიცადა და მეტად რომ "დავჩაგროთ", ალბათ უნდა ამოვშალოთ მეხსიერებიდან. რამდენად შესაძლებელია ეს თავად განსაჯეთ. ფეხბურთელის თაობაზე მერობაშიც არა უშავს,მანერებიც დახვეწა ლაპარაკიც არ ეშლება. ჩვენი "მოძმე" უკრაინის დედაქალაქის მერს ვერ შევადარებთ მთელი ქვეყანა რომ დასცინის და სასაცილოდ ესეც არ ეყოთ პრეზიდენტად კლოუნი აირჩიეს. ვერც რუდოლფ ჯულიანის შევადარებ რომელსაც ნიუიორკი დღესაც მისტირის...მაგრამ ის ხომ ცნობილი იურისტი იყო და არის. ჰოდა ეგება კახამ ქალაქში მეტი ფხა გამოაჩინოს და მალე სახელმწიფო ჩაიბაროს. ქვეყანას გამოადგეს და ის ავადსახსენებელი ავტოგოლებიც დავიწყებას მიეცემა. დღეს კი რამდენი კახის დავინახავ თვალწინ მიდგას ის კოშმარი. არ თქვათ ეხლა რომ თქვენ დაგავიწყდათ.
emigranti
18 მაისი 2020 02:55
5
ლაიქი ჩემგან შენს წერილს, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, ის თამაში ვისთან გვქონდა, არ მახსოვდა. არა და ნანახი მაქვს. იმის თქმა მინდა რომ მე მავიწყდება...
შოთა
18 მაისი 2020 09:48
1
კობახიძემ რა დააშავა ?)))
1111
18 მაისი 2020 02:48
0
კალას ავტოგოლს ვინც იხსენებს, შეიძლება ითქვას რეგვენია!
c
17 მაისი 2020 23:57
3
კი მაგრამ საკუთარ კარში ორი გატანილი გოლის შემდეგ შეგნებულად თუ შეუგნებლად და მერე იტალიელების ტაში.....
akademia
17 მაისი 2020 18:39
35
რა გაუხურეთ ამ კაცს ეს ორი ბურთი, როდემდე უნდა იძახით ზოგიერთებმა, საერთოდ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი არის ეს კატეგორია ვინც ამაზე აპელირებს დღესაც? ძალით ხომ არ უქნია, ეს ამ კაცის პირადი სპორტული ტრაგედიაა და ნუ გაახურეთ მართლა! ხალხს ბაჯოს აცილებული პენალტი და ზიდანის მკერდში თავური დაავიწყდა უკვე, არადა ყველა კონტინენტის გულშემატკივარმა ნახა და ეს რა დაუვიწყარი და საგესლი დარჩა დღემდე?! სამწუხაროა...
ანესთეზეოლოგი
17 მაისი 2020 19:59
5
ღრმად პატივცემულო!!!! თქვენ აკადემიისგან ძლიერ შორს ბრძანდებით... უფრო ღამის სკოლა მოუხდებოდა თქვენს აზროვნებას.
tngh
17 მაისი 2020 19:26
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული