თემურ ქეცბაია დეპრესიაშია - თვლის, რომ ტიტული მოპარეს

AutoSharing Option
ფამაგუსტის "ანორთოსისის" ქართველ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ძალიან დაწყვიტა გული კვიპროსის ჩემპიონატის ნაადრევად დასრულებამ და ჩემპიონად ნიქოზიის "ომონიას" გამოცხადებამ.

მოგეხსენებათ, კუნძულელთა ჩემპიონატს "ანორთოსისი" და "ომონია" თანაბარი ქულებით ლიდერობდნენ, თუმცა ნიქოზიელებს ურთიერთშეხვედრებში ჰქონდათ უპირატესობა (1:0, 0:0) და სწორედ ამიტომ მიიღეს ჩემპიონთა ლიგის საგზური.

ქეცბაიას შესახებ "ანორთოსისის" სპორტულმა დირექტორმა იანის კონსტანტინუმ ისაუბრა:

"თემური დეპრესიაშია. ის მიიჩნევს, რომ ჩემპიონობა წაართვეს. ქეცბაიას თამაში უნდოდა, სჯეროდა, რომ "ანორთოსისი" ჩემპიონი გახდებოდა და გასაგებიც არის, რატომ არის ასე გულდაწყვეტილი".

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება კლუბმა უეფასა და ადგილობრივ სასამართლოში
გაასაჩივრა, თუმცა ქეცბაიამ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ სავარჯიშო პროცესი დასრულებულია.

მომზადებულია sport24.gr-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ისღა დაგვრჩენია ევროპაზე წარმატებით გაგვახაროს!
გუჯა კახაძე
19 მაისი 2020 13:57
1
ერთ თამაშს ყველა გუნდი აგდებს...თან ახალი გუნდს აშენებს
L.J.-anris
19 მაისი 2020 12:37
1
ერთი Თამაში უნდა ყოფილიყო ამათ Შორის.ეგ უფრო სამართლიანი იქნებოდა.რაც Შეეხება 5:0-ს,ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.1:7 გაიხსენე ბრაზილია-გერმანია,Თან სახ ში....კი არ ვადრი კლასს, მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი ფეხბურთში.
კახა ქ.
18 მაისი 2020 19:45
7
5:0-ს რომ აგებდა აუტსაიდერთან მაშინ არიყო დეპრესიაში?
anri
18 მაისი 2020 18:06
31
რას იაზვობ? გეტყობა კლავიატურის ვირტუოზი ხარ
anri-s
18 მაისი 2020 19:52
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული