გერმანული ფეხბურთის ლიგის (DFL) ხელმძღვანელობის მიხედვით, სეზონის ბოლომდე გუნდებს 5 ცვლილების განხორციელების უფლება ექნებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა და ის ძალაში ხვალიდან, 16 მაისიდან შევა. შესაბამისად, ხვალ გასამართ 6-ვე მატჩში შესაძლოა 5-5 ცვლილება ვიხილოთ.
მოგეხსენებათ, აღნიშნული იდეა პირველად ფამაგუსტის "ანორთოსისის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გაახმოვანა და ფეხბურთის მმართველ ორგანოებს 5 ცვლილების დაშვებისკენ მოუწოდა.
ბუნდესლიგაში კი ეს იდეა განახორციელეს, თუმცა, ერთი დეტალის გათვალისწინებით: ერთდროულად 2-ზე მეტი ცვლილების განხორციელება დაუშვებელია.
BBC ქეცბაიაზე: ეს ფეხბურთის ისტორიაში გოლის ყველაზე აგრესიული აღნიშვნა იყო [VIDEO]
ქეცბაია: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გუნდში აყვანის ბედნიერება მხვდა წილად