Tuttosport: ჩაკვეტაძე "რომაში" მხითარიანის ერთ-ერთი ალტერნატივაა

AutoSharing Option
footballnews24-ი Tuttosport-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "რომას" ძალიან უნდა "არსენალიდან" იჯარით აყვანილი ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის შენარჩუნება. თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ რომში ცხოვრება ძალიან მოსწონს და გუნდის გამოცვლის სურვილი არა აქვს, მაგრამ "მეთოფეები" იჯარას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუგრძელებენ, თუ მათთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

მოკლედ, რომაულმა კლუბმა თადარიგი დაიჭირა და მხითარიანის ალტერნატივის ძებნას შეუდგა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამი ვარიანტი განიხილება: ყველაზე ძვირად ღირებული მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი მირანჩუკია - 15 მილიონი ევრო. აგრეთვე, ტეტე "შახტარიდან", რომელიც "ბიანკონერის" ამჟამინდელი მწვრთნელის, ფონსეკას შეგირდი იყო და - გიორგი ჩაკვეტაძე
"გენტიდან".

თუმცა, ბელგიური კლუბი ჩაკვეტაძეს იაფად სულაც არ შეელევა, ვინაიდან, როდესაც მისი სამსახურით "ლაციო" დაინტერესდა, ტრანსფერში 15 მილიონი მოსთხოვა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგით რა! არ გეწყინოთ ქომაგებო. გაზეთმა გადმობეჭდა სტატია, სადაც აშკარად ჩანს რომ გიოს ვარიანტი არის მე-4. პირველი მხითარიანის დატოვება უნდათ, მე-2 მირანჩუკი, მე-3 ტეტე და ბოლოს მე-4 ჩაკვეტაძე, ანუ უარეს შემთხვევაში. ვინმე დადებთ ფსონს ჩაკვეს რომაში გადასვლაზე?
kaira
11:52 20-05-2020
0
არსად არ უნდა წავიდეს, ჯერ გენტშიც კი არაფერი დაუმტკიცებია და ჯობია თავდაჯერებისთვის დარჩეს
giggs
09:44 20-05-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული