Tuttosport: ჩაკვეტაძე "რომაში" მხითარიანის ერთ-ერთი ალტერნატივაა

AutoSharing Option
footballnews24-ი Tuttosport-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "რომას" ძალიან უნდა "არსენალიდან" იჯარით აყვანილი ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის შენარჩუნება. თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ რომში ცხოვრება ძალიან მოსწონს და გუნდის გამოცვლის სურვილი არა აქვს, მაგრამ "მეთოფეები" იჯარას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუგრძელებენ, თუ მათთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

მოკლედ, რომაულმა კლუბმა თადარიგი დაიჭირა და მხითარიანის ალტერნატივის ძებნას შეუდგა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამი ვარიანტი განიხილება: ყველაზე ძვირად ღირებული მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი მირანჩუკია - 15 მილიონი ევრო. აგრეთვე, ტეტე "შახტარიდან", რომელიც "ბიანკონერის" ამჟამინდელი მწვრთნელის, ფონსეკას შეგირდი იყო და - გიორგი ჩაკვეტაძე
"გენტიდან".

თუმცა, ბელგიური კლუბი ჩაკვეტაძეს იაფად სულაც არ შეელევა, ვინაიდან, როდესაც მისი სამსახურით "ლაციო" დაინტერესდა, ტრანსფერში 15 მილიონი მოსთხოვა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგით რა! არ გეწყინოთ ქომაგებო. გაზეთმა გადმობეჭდა სტატია, სადაც აშკარად ჩანს რომ გიოს ვარიანტი არის მე-4. პირველი მხითარიანის დატოვება უნდათ, მე-2 მირანჩუკი, მე-3 ტეტე და ბოლოს მე-4 ჩაკვეტაძე, ანუ უარეს შემთხვევაში. ვინმე დადებთ ფსონს ჩაკვეს რომაში გადასვლაზე?
kaira
20 მაისი 2020 11:52
0
მირანჩუკზე და ტეტეზე რეალური გიო იჭნება მაგათ ხელფასები აქვთ იტალიაში არავინ არ მისცემს მირანჩუკს განსაკუთრებით თან ნაკრებშიც არაა ძირითადის იგროკი(რომასგან გადაკვირი არაფერია პრინციპში)
L.J.
20 მაისი 2020 15:29
0
არსად არ უნდა წავიდეს, ჯერ გენტშიც კი არაფერი დაუმტკიცებია და ჯობია თავდაჯერებისთვის დარჩეს
giggs
20 მაისი 2020 09:44
2
მეც მაგას ვიძახი ერთი სეზონი მინიმუმ უნდა დარჩეს თან იჭნებ ლიგის ჯგუფშიც შევიდნენ რა
L.J.
20 მაისი 2020 15:31
0
გიოსთვის ერთი წელი გენტი კარგი ვარიანტი მგონია(8თვეა არ უვარჯიშია ნორმალურად) და მგონი მაგ მახტომოსთვის ადრეაჯერ მინდა ვცდებოდე
L.J.
19 მაისი 2020 21:12
5
რა ტეტე რა მირანჩუკი და რომა???
L.J.
19 მაისი 2020 21:09
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული