ჩაკვეტაძით თურქეთის ჩემპიონატის ლიდერი დაინტერესდა - მისი პრეზიდენტი აღშფოთებულია

AutoSharing Option
karadenizgazete-ის ცნობით, "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის სამსახურით "ტრაბზონსპორი" დაინტერესდა.

"კლუბის პრეზიდენტმა ახმეტ აღაოღლუმ პირადად მიიღო მომავალი სეზონის ტრანსფერების დაგეგმვაში მონაწილეობა. ის გუნდის მწვრთნელ ხუსეინ ჩიმშირთან მუდმივ კონტაქტზეა და სკაუტების მიერ შეთავაზებული ფეხბურთელების კანდიდატურებს განიხილავს. აღაოღლუ აღშფოთდა, როდესაც სიაში ახალგაზრდა ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე იხილა, რომლის შეძენა გასულ სეზონში 1.5 მილიონ ევროდ შეეძლოთ. საქმე ისაა, რომ "გენტის" მოთამაშის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა...

სკაუტებმა ტრაბზონულ კლუბს ჩაკვეტაძე სოსას შემცვლელად შესთავაზეს. მას სოსას მსგავსი თამაშის მანერა აქვს. აღაოღლუმ მათ ჰკითხა: "საღ გონებაზე იყავით, როცა ეს
ბიჭი "გენტში" გადავიდა?", - წერს გამოცემა.

26 ტურის შემდეგ "ტრაბზონსპორი" თურქეთის ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო 34 წლის არგენტინელმა ხოსე ერნესტო სოსამ, რომელიც ადრე "მილანის", "ბეშიქთაშის", "ატლეტიკოს", "ნაპოლისა" და "ბაიერნის" ღირსებას იცავდა, ამ სეზონში პირველობის 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ხო ჯერ ტრაბზონი,მერე ადანა სადაც უკვე არის ერთი წარსულის ვარსკვლავი ალბათ მიხვდებით ვინც,მერე მალათიასპორი არის ასეთიც,მერე სანლიუსპორი და საერთოდაც ბევრი სპორების თურქეთში რომელიმეში გაამართლებს,რომაზე ლაციოზე,ბავარიაზე და რავი კიდე რომელ გრანდზე აღარ იყო საუბარი მაგრამ ეხლა?!ეგ ბიჭი გაყვება ჯაკობიას კვალს ეტყობა,ის კიდე მაგაზე მაგარი იყო როიცოდეთ აქზოგიერთმა ექსპერტებმა
Alika
23:10 21-04-2020
4
ეს სტატია სალუქვაძეს წააკითხეთ.
მართლა?
15:04 21-04-2020
2

სიახლეები პოპულარული