ნიკა კაჭარავა, სავარაუდოდ, "ანორთოსისს" დატოვებს

AutoSharing Option
კვიპროსის 24sports-ის ჟურნალისტი დიმიტრის ხრისტოფორი იტყობინება, რომ 26 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა, დიდი ალბათობით, "ანორთოსისს" დაემშვიდობება.

ხრისტოფორის მტკიცებით, ზაფხულში ფამაგუსტური გუნდი გადახალისდება და მის რიგებს, ალბათ, ფორვარდები - კაჭარავა და ვეტერანი სლოვაკი მიხალ დურიში დატოვებენ, კაჭარავამ თავი ურიგოდ არ წარმოაჩინა, თუმცა დიდ მატჩებში მისგან მეტს მოელოდნენ.

კაჭარავა "ანორთოსისში" 2018 წელს "კორონადან" გადავიდა, ვადამდე დასრულებული ჩემპიონატის 18 მატჩში კი 6 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, ჩემპიონატის შეჩერების მომენტში, 23 ტურის შემდეგ 46-46 ქულით ლიდერობას "ომონია" და "ანორთოსისი" იყოფდნენ და  დამატებითი მაჩვენებლით გამარჯვებულად ნიქოზიური კლუბი
გამოაცხადეს.

altთემურ ქეცბაია დეპრესიაშია - თვლის, რომ ტიტული მოპარეს

alt"ანორთოსისის" დირექტორი: ოქრიაშვილს უკეთეს გუნდში გადასვლაში ხელს შევუწყობთ

altკვიპროსში სეზონი დაასრულეს, "ანორთოსისი" ჩემპიონის ტიტულის და ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვეს

altანანიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბათუმში მართლაც კარგად ათამაშდებოდა.საზღვარგარეთ თუ დარჩა სულ ასეთი,ისე რაა ფეხბურთელად დარჩება.ზოგადად ეს ფეხბურთელი მეტს ვეღარ მოუმატებს მამამისივით,რომელმაც 25 წლის ასაკის მერე ერთ დონეზე დარჩა,წინ ვეღარ წავიდა
Master
13:35 21-05-2020
1
ნეტა რუსეთში არ წავიდეს
Nick
12:08 21-05-2020
4

სიახლეები პოპულარული