"აიაქსისა" და "სპარტაკის" ექს-ნახევარმცველმა, სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა არას ოზბილიზმა, რომელიც ამჟამად "პიუნიკში" თამაშობს, განაცხადა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი ჯანო ანანიძე "ბარსელონაში" თავს წარმოაჩენდა.
"ისეთი ტიპისა და თვისებების მქონე ფეხბურთელს, როგორიც ჯანოა, საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებისათვის გარკვეული პირობები და ფაქტორები სჭირდება. ის "ბარსელონაში", რომელიც მისთვის სტილითა და ფილოსოფიით შესაბამისია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა.
თავისი ტექნიკით მშვიდად შეეძლო უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობა, მაგრამ როდესაც შენს გუნდს ბურთი იშვიათად აქვს, როდესაც უფრო დაცვაში ყოფნა და უფრო ძალისმიერი ფეხბურთის თამაში გიწევს, ძნელია შენი საუკეთესო
თვისებების გამომჟღავნება", - განაცხადა ოზბილიზმა Sport24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
2. ამას და ამისთანებს ევროპის არცერთ წარმატებულ გუნდში არ მიიწვევენ, ,,ბარსელონა" კი ზღაპარია.