ანანიძის აგენტი: ჯანო დღეს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტს არ გააფორმებს

AutoSharing Option
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ბათუმის "დინამოსთან" მოლაპარაკებები შეწყვიტა და დღეს, 22 მაისს, თბილისის "დინამოსთან" გააფორმებს კონტრაქტს. სიტუაცია მისმა აგენტმა თემურ ლეფსაიამ განმარტა.

"ანანიძე თბილისის "დინამოსთან" ხელშეკრულებას არ გააფორმებს. მისი სამსახურით რიგი კლუბები არიან დაინტერესებულნი. ჩვენ ჯერ კონტრაქტის გაფორმებისგან შორს ვართ. უახლოეს დღეებში არანაირი კონტრაქტი არ გაფორმდება.

ჯანოს "ანორთოსისთან" კონტრაქტი ჯერ არ დასრულებულა. კვიპროსის ჩემპიონატი დასრულდა, ამიტომ ჩვენ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ", - განუცხადა ლეფსაიამ championat-ს.

ანანიძე ფამაგუსტურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით იანვარში გადავიდა, კონტრაქტი 31 მაისამდე გააფორმა, კვიპროსის
ჩემპიონატში კი 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altჯანო ანანიძე დღეს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდება?

altანანიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

altgoal.philenews: ანანიძე "ანორთოსისში" არ დაბრუნებულა და არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა

altანანიძემ "სპარტაკსა" და სამოთხეს შორის არჩევანი გააკეთა

altქეცბაიამ განმარტა, რატომ გამოუშვა დაუშვილი და ანანიძე საქართველოში

მკითხველის კომენტარები / 18 /
არ მინდა და რა Თქმა უნდა არც ვადრი, მაგრამ ცხონებ ებულმა დათომაც მაგ ასაკში დაიწყო ამოქოქვა....რა ვიცი გულს ვაიმედებ ალბათ უფრო.არ მინდა რომ უღიმღამოდ დაამთავროს ამ კაცმა თავისი კარიერა.არადა ეტყობოდა რომ იცის ფეხბურთი და ალბათ იმიტომ.ყველაფერი შენზეა დამოკიდებული ეხლა ჯანო.ასაკი კი ნამდვილად არ გაქვს ისეთი,რომ ხელი Ჩაიქნიო.გაიხსენე როგორ უნდოდა მამაშენს რომ კარგი ფეხბურთი გეთამაშა ნაკრებშიც და კარგ კლუბშიც.აბა ღმერთი შენსკენ!!!
კახა ქ.
01:13 23-05-2020
0
გამოცვალეთ სურათი ადმინ! მშრალი ჩააცვით მაისური!
გუჯა
17:49 22-05-2020
0

სიახლეები პოპულარული