რუსულ პრესაში უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივს" ახალი მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი სრულად გადაახალისებს და მცველ საბა კვირკველიასაც გაუშვებს.
ისიც დაიწერა, რომ 28 წლის კვირკველიას სამსახურით "კრასნოდარი", "როსტოვი" და "როტორია" დაინტერესებული. "სპორტ-ექსპრესის" ცნობით კი, ის "როსტოვში" არ გადავა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ "როსტოვი" კვირკველიათი დაინტერესებული არაა, რადგან ფინანსური და სპორტული თვალსაზრისით, ვალერი კარპინის გუნდს არ შეეფერება და თანაც ლეგიონერია.
საბას "ლოკოსთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, მისი სატრანსფერო ფასი კი 6.5 მილიონი ევროა.
საბას "ლოკოსთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, მისი სატრანსფერო ფასი კი 6.5 მილიონი ევროა.
კვირკველიას სეზონური გასამრჯელო 1.8 მილიონია და "როსტოვი"
ვერც მის ტრანსფერს ვერ გასწვდება და ვერც ასეთი ხელფასის გადახდას ვერ შეძლებს.