Tipsbladet: პარუნაშვილს, სავარაუდოდ, გაყიდიან, მისი ფასი 2-4 მილიონ კრონას შორის მერყეობს

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარული დანიური სპორტული გამოცემა Tipsbladet-ი აქვეყნებს სუპერლიგის 46 ფეხბურთელის სიას, რომელთა გაყიდვაც ფინანსური კრიზისის დროს ყველაზე მეტად მოსალოდნელია და ამ სიაში "ესბიერგისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილიც შეჰყავს.

ასევე, სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები საგრძნობლად დაკლებულია და კლუბები მათ სანაცვლოდ ისეთ თანხას ვერ აიღებენ, რამდენსაც რამდენიმე თვის წინ ელოდნენ.

აი, რას წერს საიტი ქართველი მოთამაშის შესახებ:

"26 წლის ლაშა პარუნაშვილი, ცენტრალური ნახევარმცველი. "ესბიერგში" 87 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ადრე მისი სატრანსფერო ფასი 3-6 მილიონი
კრონა იყო, ახლა კი 2-4 მილიონი ღირს.

თუ "ესბიერგი" იაკობ "ლუნგი" სორენსენს ვერ გაყიდის, შესაძლოა, კლუბმა ლაშა პარუნაშვილი გაასხვისოს. კლუბის ყველაზე წარმატებულ სეზონში, როცა "ესბიერგმა" სუპერლიგის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, პარუნაშვილმა თავი კარგად წარმოაჩინა. მან საქართველოს ნაკრების ფორმაც მოირგო, რაც პოტენციური მყიდველისათვის მნიშვნელოვანი დეტალია.

სავარაუდოდ, კლუბი ქართველს ოქროს ფასად ვერ გაყიდის, რისი მიზეზიც სეზონის ცხრილის ქვედა ნაწილში დასრულებაა, რასაც ემატება ის, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება. თუმცა "ესბიერგის" სპორტულმა დირექტორმა სათადარიგო ფეხბურთელი ადრიან პეტრე 6 მილიონად გაყიდა, პარუნაშვილთან დაკავშირებით აქვს იგივე მოლოდინები, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი რუმინელზე რამდენიმე წლით უფროსია და მასსავით "სექსუალურ" პოზიციაზე არ თამაშობს."

დღევანდელი კურსით, 4 მილიონი დანიური კრონა 536 000 ევრო გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პეტრე სატადარიგო არ იყო გდაამოაწმეტ ბოლოს სულ მაგას გაჰკონდა გოლები
L.J.
18:35 27-05-2020
1

სიახლეები პოპულარული