ბერძნული გამოცემა: არაბულმა 2020 წელი უნდა დაივიწყოს...

AutoSharing Option
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბერძნული გამოცემა gazzetta.gr აქვეყნებს სტატიას სათაურით: "ჯენტლმენებო, გახსოვდეთ 2019 და... დაივიწყეთ 2020", რომელშიც წერს იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც 2019 წელს კარგად ითამაშეს, ხოლო 2020 წელს თავი ვერ წარმოაჩინეს და ამ სიაში საქართველოს ნაკრებისა და "პანიონისის" ფორვარდი ბაჩანა არაბულიც შეჰყავს.

საბერძნეთის ჩემპიონატი მალე განახლდება, გუნდებს წინ პლეი-ოფები ელით და წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს ყველაზე მეტად მობილიზება ახლა სჭირდებათ.

აი, რას წერს საიტი ქართველის შესახებ:

"პანიონისის" ქართველი ფორვარდი ბაჩანა არაბული სეზონის დასაწყისში "სასიკვდილო საფრთხე" იყო მეტოქე გუნდების მცველებისათვის.

2019 წელს არაბულმა 6
გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და "ლურჯ-წითლებს" პოზიციის გაუმჯობესებაში დაეხმარა. ახალი წლის შემდეგ კი ქართველმა სიმწვავე დაკარგა... მის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე პასია."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული