ახალგაზრდა ქართველის დიდი შანსი - ქოჩორაშვილი "ლევანტეს" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს

AutoSharing Option
როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, ვალენსიის "ლევანტეს" ძირითად გუნდთან ერთად ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ვარჯიშობს.

ქოჩორაშვილს პირველ გუნდში მას შემდეგ უხმეს, რაც ნახევარმცველმა პაბლო მარტინესმა ტრავმა მიიღო. ახალგაზრდა ქართველი ძირითად გუნდთან ერთად კვირის დასაწყისიდან იყო და ჯგუფურ სავარჯიშო პროცესში იმ შემთხვევაში ჩაერთვებოდა, თუ ვინმე დაზიანდებოდა და ეს მოხდა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის პაბლო მარტინესი ძირითად გუნდში "ლევანტეს" მეორე გუნდიდან აღნიშნული სეზონის დასაწყისში დააწინაურეს, თუმცა ლა ლიგაში მხოლოდ 18 წუთი ითამაშა. ასე რომ, ქართველ ნახევარმცველს კარგი შანსი
მიეცა და უნდა გამოიყენოს.

გიორგი ქოჩორაშვილი "საბურთალოდან" "ჟირონაში" 2017 წელს გადავიდა. "ლევანტეს" რიგებში კი გასულ ზაფხულს ჩაირიცხა, კლუბის მეორე გუნდის შემადგენლობაში "სეგუნდა B"-ს გათამაშებაში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა. გიორგი საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია, ვიღაცამ ხო უნდა ითამაშოს პრიმერაში, წარმატებები
irakli
20:46 28-05-2020
0
კარგია თუ ესე გააგრძელებს და მოუმატებს კიდეც, პირადად ვგულშემატკივრობ როგორ ძალიან ჭკვიან ნახევარმცველს, ჯერ კიდევ 19წლამდე ევროპის ჩემპიონატიდან
მკითხველი
22:33 28-05-2020
0

სიახლეები პოპულარული