კვირკველია სიომინის აგარაკზე ვარჯიშობს

AutoSharing Option
რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბორის იგნატიევი "ლოკომოტივის" ყოფილ მწვრთნელზე იური სიომინზე საუბრობს. შეგახსენებთ, "ლოკომოტივმა" სიომინს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

"ნორმალურ განწყობაზეა. ჯერ სიტუაცია "იხარშება". ის ძალიან ძლიერია, მაგრამ რკინის არ არის. ყველაფერი უნდა დალაგდეს. სიომინი იმ ადამიანების კატეგორიაში არ არის, ვინც ჩივილს დაიწყებს და თავის წყენას რაიმე ფორმით გამოხატავს.

როცა არ უნდა დავურეკო, სულ რაღაცით არის დაკავებული, ხან დარბის, ხან ცურაობს. მეტსაც გეტყვით, მის აგარაკზე კვირკველია მიდის და იური მას ავარჯიშებს. აგარაკის ტერიტორია ამის საშუალებას იძლევა. საბას ინდივიდუალური პროგრამა შეუდგინა
და იმის მიხედვით ავარჯიშებს.

სიომინი გამოცდილია და იცის, ადრე თუ გვიან ყველა მწვრთნელს გუნდიდან გააგდებენ," - განაცხადა იგნატიევმა "ჩემპიონატის" კორესპონდენტთან.

მომზადებულია championat-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სიომინი ნამდვილი რუსი კაცია, ვაჟკაცი კაცი, ამავე დროს ფეხბურთიც მაგრად ესმის და ქართული ფეხბურთის დამფასებელიცაა! ღმერთმა გაუმარჯოს!
aburjga
21:31 30-05-2020
2
Сёмини иседац вапасебди ахла упро метс

Лексо
16:57 30-05-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული