24sports: პაპუნაშვილმა შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს

AutoSharing Option
კვიპროსული 24sports-ის ცნობით, ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს.

გამოცემის მტკიცებით, პაპუნაშვილი "ანორთოსისისათვის" სასარგებლო იქნება, რადგან სწრაფია, ფლანგზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც, მაგრამ მისი ხელში ჩაგდება რთული იქნება, რადგან "სარაგოსასთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

შეგახსენებთ, ის ამჟამად იჯარის წესით "რასინგში" თამაშობს.

ახალი სეზონისთვის "ანორთოსისი" სერიოზულად გადახალისდება - ქართველი ლეგიონერებიდან გუნდი ჯანო ანანიძემ დატოვა, შეიძლება ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილიც წავიდნენ. რაც შეეხება გიორგი ლორიასა და ბუბა დაუშვილს, სავარაუდოდ, დარჩებიან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ესპანეთი საფეხბურთო თვალთაზრისით მშვენიერი ადგილია. ეს ვერ ქაჩავს სეგუნდას დონეზეც და ეს დავინახეთ. მე პანათინაიკოსიც ჭორი მეგონა და ასეც მოხდა.
G.LA
07:27 01-06-2020
0
ჯერ დინამო, მერე ვერდერი, ისევ დინამო, სარაგოსა, რასინგი და...ჩვენ აშკარად ძალიან ბევრს ვითხოვთ ფეხბურთელებისგან. როდესაც დინამოდან ვერდერში წახვალ და უკან ბრუნდები, აშკარად ფიზიკური მომზადების პრობლემაა. როცა ჭანტურია ბარსელონადან ვიტესში და შემდეგ ალანიაში გადავიდა, მანდ უკვე საბოლოოდ გამოჩნდა მისი მაქსიმუმი
: )))))))
02:09 01-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული