დღეს, 31 მაისს Sportall.ge-ზე დაიწერა უკრაინული 24tv.ua-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლვოვის "კარპატის" ქართველ მცველ ანდრო გიორგაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აღნიშნული სტატიის განთავსების შემდეგ გამოცემას თავად ფეხბურთელი დაუკავშირდა და გვითხრა, რომ სრულად ჯანმრთელია და მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
ანდრომ აღნიშნული ინფრომაციის დასადასტურებლად სამედიცინო ცნობის ფოტოს გამოგვიგზავნა.
ძალიან კარგია, რომ ქართველი ლეგიონერი ჯანმრთლედაა და ნეგატიური ინფორმაცია არ დადასტურდა.
ანდრო გიორგაძე: ფეხბურთის გარეშე ისე ვარ, როგორც თევზი უწყლოდ
ანტისაოკუპაციო აქციას ანდრო გიორგაძის თაოსნობით უკრაინული გუნდი შეუერთდა