goal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?

AutoSharing Option
goal.philenew-ის ცნობით, პარალიმნის "ენოსისის" 31 წლის ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე კვიპროსის მოქალაქეობას მიიღებს და მათ ნაკრებში თამაშს აპირებს.

გამოცემის ცნობით, მაისურაძე 2014 წლიდან კვიპროსში თამაშობს, კვიპროსელი მეუღლე ჰყავს, იქ ოჯახური ბიზნესი აქვს, კარგად შეეწყო გარემოს, დარჩენა სურს და რამდენიმე დღის წინ მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა.

მან თქვა, რომ თუ ნაკრების მწვრთნელი იოჰან ვალემი მიიწვევს, სიამოვნებით დათანხმდება.

მაისურაძე "ზესტაფონში", რუსთავის "მეტალურგში", გორის "დილაში", მინსკის მტზ-რიპოში, "ვიტებსკში", "ვალეტაში", "ბალმაზუივაროშში", "ანორთოსისსა" და "ერმისში" ასპარეზობდა, საქართველოს ნაკრებში კი 3 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ამ
სეზონში მან კვიპროსის" ვადამდე შეწყვეტილ ჩემპიონატზე 16 შეხვედრაში ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები! რაუნდა ამ დაქცეულ ქვეყანაში, ღმერთმა ხელი მოუმართოს.
2
ერთი ქვეყნის ნაკრებში ნათამაშებს სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშის უფლებას აძლევს უეფა? ზუსტად როგორაა, თუ ეს წესი ამხანაგურებში მონაწილე ფეხბურთელებს არ ეხება.

ისე მაისურაძე კვალიფიციური მოთამაშეა. ღმერთმა ხელი მოუმართოს. ძალიანაც სწორ აკეთებს, რო კვიპროსში რჩება. აბა ამ ჩვენს ქვეყანას დალაგება არ ეღირსა. პოლიტიკოსების ავანტიურებსაა გადაყოლილი.
ჯერი
13:22 04-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული