რუსეთის პრემიერლიგის მომავალ სეზონში გუნდებს განაცხადში 8 ლეგიონერის შეყვანის უფლება ექნებათ, "რუბინს" კი ამჟამად 9 ლეგიონერი ჰყავს. business-gazeta-მ მათი პერსპექტივა მომოიხილა და აღნიშნა, რომ ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ხელშეუხებელნი არიან.
ვინ არ დატოვებს გუნდს ზაფხულში
"ახალგაზრდა ქართველების პერსპექტიულობის გათვალისწინებით, ისინი შეიძლება ხელშეუხებლად ჩავთვალოთ. ამ ეტაპზე "რუბინი" მათ წასვლას არ განიხილავს. ოდესმე მათ ირგვლივ გუნდის აშენება ან ტრანსფერებში დიდი კომპენსაციის მიღებაც კი შეიძლება".
რუსეთის ჩემპიონატი 22 ივლისს დასრულდება, ხოლო შემდეგი ჩემპიონატი 2 აგვისტოს დაიწყება.
"რუბინი" 22 ტურის შემდეგ 23 ქულით
მე-14 ადგილზეა და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.