ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის გამო შეჩერებული ჩემპიონატი განახლდა და ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს.

პოლონეთი. "იაგელონია" - "ვისლა" 2:2
სტუმართა გუნდში გამორჩეული გიორგი მერებაშვილი იყო, მისი დარტყმული ბურთი 58-ე წუთზე ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა, ხოლო 61-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა, რომელიც დომინიკ ფურმანმა გამოიყენა და პლოცკელები 2:0 დაწინაურდნენ. 69-ე წუთზე მწვრთნელმა ჩვენებური შეცვალა, დარჩენილ დროში კი მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

ჩეხეთი. "ზლინი" - "პრიბრამი" 1:0
ვახტანგ ჭანტურიშვილის გუნდმა როგორც იქნა გაიმარჯვა - აუტსაიდერი პენალტით დაამარცხა. ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო, გოლიც გაიტანა, მაგრამ იქამდე ბურთი
ხელზე მოხვდა და არ ჩაუთვალეს.

საბერძნეთი. "პანიონიოსი" - "ვოლოსი" 1:0
მასპინძელთა გუნდში 41-ე წუთამდე ითამაშა თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა.

უკრაინა. "შახტარი" - "დესნა" 3:2
დონბასელთა მცველი დავით ხოჭოლავა განაცხადში არ იყო.

უნგრეთი. "მეზოკოვეშდი" - "პაკში" 0:2
უნგრეთის თასის ფინალში "ჰონვედთან" დასანანი მარცხის შემდეგ ბუდუ ზივზივაძის გუნდი მოულოდნელად სახლში დამარცხდა "პაკშისთან". ბუდუ ძირითად შემდგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

ბელარუსი. "სლავია" - "ნემანი" 1:3
"ნემანის" მცველი გიორგი ქანთარია 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული