ზივზივაძემ 16 წუთი ითამაშა - "მეზოკოვეშდმა" ისევ ვერ მოიგო

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდი" გასვლაზე "კიშვარდას" დაუზავდა - 1:1.

წინა ტურში "პაკშისთან" წაგებულ მატჩში (0:2) ზივზივაძე 66-ე წუთზე შეცვალეს, ამჯერად კი ძირითად შემადგენლობაში არ იყო და 74-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე.

ბოლოს გოლი ბუდუმ 26 მაისს, თასის ნახევარფინალში "ფეჰერვარს" გაუტანა და უნდა ითქვას, სეზონის განახლების შემდეგ მისი გუნდი ძველებურად კარგად ვეღარ თამაშობს - 5 მატჩიდან 3 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

ჩვენებურის ანგარიშზე ჩემპიონატის 26 მატჩში 8 გოლია.

"მეზოკოვეშდი" 46 ქულით კვლავაც მესამე ადგილზეა და 12 ივნისს "ჰონვედს"
უმასპინძლებს, რომელთანაც თასის ფინალში დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მართლა ჩასაფრებულები არიან ზოგიერთები ბუდუ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი ამ გუნდში,და რომც ვერ მოუმატოს... თავისას ცდილობს ეს კაცი როგორც შეუძლია წარმატებები მას
გიორგი კაჭკაჭიშვილი
19:10 10-06-2020
0
ამ ორი გუნდის სახელი რო გადაადნო , ერთ ნორმალურ სახელსაც ვერ გამოიყვან!!!! დდშშნნდდდნნნ გუნდებში თამაშობენ, 1000 დოლარით მეტი რო აიღონ
Vasili
00:35 10-06-2020
1

სიახლეები პოპულარული