ქართულ დერბიში გვილიას გუნდმა იმარჯვა - სხირტლაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
10 ივნისს, პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში ვაკო გვილიას "ლეგიამ" ვარშავაში 5:1 დაამარცხა დავით სხირტლაძის "არკა".

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველივე წუთზე სხირტლაძის გადაცემით ადამ დანჩმა ანგარიში გახსნა. თუმცა შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და უპრობლემოდ გაიმარჯვეს.

გვილია 67-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სხირტლაძე - 79-ეზე.

ლიდერი "ლეგია" უახლოეს მდევარ "პიასტს" უკვე 10 ქულით გაექცა, "არკა" კი 28 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

30-ე ტურში, 14 ივნისს, "ლეგია" ზაბჟეში "გურნიკს" შეხვდება, "არკა" კი კრაკოვის "ვისლას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული