10 ივნისს, ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" საკუთარ მოედანზე 1:5 განადგურდა ლიდერ "ზალცბურგთან".
სტუმრები უკვე 21-ე წუთზე 3:1-ს იგებდნენ, რის შემდეგაც მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა მცველი ლუკას სპენდლჰოფერი გააძევა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.
აღსანიშნავია, რომ 71-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო გრაცელთა მცველმა ოპოკუ დონკორმა და მისი გუნდი ორკაცნაკლული დარჩა.
კიტეიშვილი კვლავ სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.
"შტურმმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, 16 ქულით ფინალურ ექვსეულში უკანასკნელ ადგილზეა და 14 ივნისს გასვლაზე "ჰარტბერგს" დაუპირისპირდება.
კიტეიშვილის ორკაცნაკლული "შტურმი" "ზალცბურგმა" გაანადგურა" style="height: 50px; width: 50px;" />ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა