კიტეიშვილის ორკაცნაკლული "შტურმი" "ზალცბურგმა" გაანადგურა

AutoSharing Option
10 ივნისს, ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" საკუთარ მოედანზე 1:5 განადგურდა ლიდერ "ზალცბურგთან".

სტუმრები უკვე 21-ე წუთზე 3:1-ს იგებდნენ, რის შემდეგაც მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა მცველი ლუკას სპენდლჰოფერი გააძევა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ 71-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო გრაცელთა მცველმა ოპოკუ დონკორმა და მისი გუნდი ორკაცნაკლული დარჩა.

კიტეიშვილი კვლავ სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.

"შტურმმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, 16 ქულით ფინალურ ექვსეულში უკანასკნელ ადგილზეა და 14 ივნისს გასვლაზე "ჰარტბერგს" დაუპირისპირდება.

კიტეიშვილის ორკაცნაკლული "შტურმი" "ზალცბურგმა" გაანადგურა" style="height: 50px; width: 50px;" />ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოთო უკეთეს გუნდს იმსახურებს. ასეთ ფარჩაკ გუნდში მისი გარჯა სათანადოთ ვერ ვლინდება. წარმატება ვუსურვებ კიტეიშვილს.
G.LA
10:45 11-06-2020
1
აი ამას რა უნდა შტურმში რამე ნორმალურ ლიგაში თამაშს იმსახურებს კარგი და სტაბილური ფეხბურთელია
Jeyjey
14:39 11-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული