"კოსმოპოლიჩესკაია პრავდა" Match Tv-ზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზანის "ნეფტეხიმიკის" ქართველი ფორვარდის, მერაბ ურიდიას სამსახურით პრემიერლიგის ბინადარი "ტამბოვი" არის დაინტერესებული.
27 წლის თავდამსხმელმა რუსეთის პირველ ლიგაში 27 მატჩი გამართა და 11 გოლი გაიტანა. ლიგაში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს. "ნეფტეხიმიკმა" მერაბს უკვე შესთავაზა ახალი კონტრაქტი, თუმცა ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
"ჩვენ ვაკვირდებით ურიდიას და მის ტრანსფერს განვიხილავთ. მასთან უკვე გავმართეთ მოლაპარაკებები და თუ პრემიერლიგაში დარჩენას შევძლებთ, მერაბი ჩვენს რიგებს შემოუერთდება", - განაცხადა "ტამბოვის" სპორტულმა დირექტორმა პაველ ხუდიაკოვმა.
ურიდია
ბათუმში დაიბადა და საქართველოს მოქალაქე გახლავთ. საფეხბურთო კარიერა კი რუსეთში დაიწყო, "ტორპედო-ზილის" რიგებში. 2011-16 წლებში "რუბინის" სისტემაში იმყოფებოდა, იჯარის წესით კი "ნეფტეხიმიკში", "ვოლგასა" და ქობულეთის "შუქურაში" თამაშობდა. მოგვიანებით მოსკოვის "ტორპედოში" თამაშობდა, ბოლო 2 სეზონი კი "ნეფტეხიმიკის" შემადგენლობაში გაატარა.
"ტამბოვი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. გუნდში გიორგი შელია, გიორგი მელქაძე და გურამ თეთრაშვილი თამაშობენ.
მომზადებულია KP-ს მიხედვით