მელქაძემ "ტამბოვში" კარგი თამაშით "სპარტაკში" დაბრუნება დაიმსახურა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" ჩათვალა რა, რომ 23 წლის ნახევარმცველი გიორგი მელქაძე ვერ აკმაყოფილებდა მათი გუნდის მაღალ მოთხოვნებს, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, იჯარის წესით, ანუ კვალიფიკაციის ასამაღლებლად "ტამბოვში" გაუშვა.

"ტამბოვში" მელქაძემ თავი დადებითად წარმოაჩინა, ჩემპიონატის 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, "სპარტაკში" დაბრუნების შანსი დაიმსახურა.

გამოცემის მტკიცებით, მოსკოვური გუნდის მწვრთნელი დომენიკო ტედესკო მელქაძის თამაშს აკვირდება და თავის გამოჩენის შესაძლებლობას მისცემს.

ცნობისათვის, გიორგიმ პირველად "სპარტაკში" 2015 წლის 17 მაისს ითამაშა და მას შემდეგ ამ გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ
44 მატჩში გოლი არ გაუტანია.

მელქაძის სატრანსფერო ფასი 1,2 მილიონი ევროა და "ტამბოვი" მისი კონტრაქტის გამოსყიდვას ვერ შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვისაც ქართული გვარი აქვს ყველაზე კიარ უნდა წეროთ სტატიები ... ან ამაზე ან წიტაიშვილზე...ან ჯიქიაზე .... ვისაინტერესებს თქვენგარდა ...ხალხის რეაქციას მაინც დააკვირდით
0
13 მილიონი ევროოო? რა ამბავიაა? 13 მილიონი რააა, დეკეულიააა???
Vasili
15:41 25-05-2020
0

სიახლეები პოპულარული