ურიდიას გოლს "კოსმიური" უწოდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის რანგით მეორე დივიზიონში მერაბ ურიდიას დუბლს მედიაში გამოხმაურებები მოჰყვა. "ნეფტეხიმიკის" 28 წლის ქართველ ფორვარდს "ველესის" წინააღმდეგ მეორე გოლი განსაკუთრებით კარგი გამოუვიდა - მოედნის ცენტრთან ახლოს მყოფმა წინ გამოსული მეტოქე შენიშნა და ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია. კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გოლს "კოსმიური" უწოდა.

ქართველი ფორვარდისთვის, რომელიც კლუბში ექვსი წელია გამოდის, მიმდინარე სეზონში ეს მე-16 გოლი იყო. ურიდიას "რუბინის" ახალგაზრდულ გუნდში, "ვოლგასა" და ქობულეთის "შუქურაშიც" უთამაშია.

რუსეთის მეორე ლიგაში "ნეფტეხიმიკი" მეშვიდე ადგილს იკავებს, ჩემპიონატის დასრულებამდე კი სულ ორი ტურია დარჩენილი.


alt"ვფიქრობ,

რომ ხვიჩას არაფრით ჩამოუვარდება..." - წარმოშობით ქართველი შემტევი

მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა არ არიან ფეხბურთელებიოო?? ეს კაცი როგორც ვიცი თავს ქართველად მიიჩნევს. საიდანღაც ჭ კლასის ლეგიონერების ჩამოყვანას ესეთი ქართველები ჩამოიყვანონ ჩვენმა კლუბებემა, შეიძლება ასეთი კადრებით ევროპა ლიგის ჯგუფურზეც გაძვრე.
Vasili
20:18 05-05-2021
1
მერაბ ურიდია არის ბათუმში დაბადებული.მისი მშობლები სოხუმიდან არიან.მშობლები ორი თვის მერაბისთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში,ლტოლვილის სტატუსით. შემდეგ კაზანში. მისი უმცროსი ძმა-გიორგი ურიდიაც ფეხბურთელია.ერთ-ერთი ბებია თათარია,მეორე-ქართველი იყო.
ნატა
18:54 05-05-2021
0

სიახლეები პოპულარული