კვიპროსული გამოცემა: ქეცბაია მეკარეს ეძებს

AutoSharing Option
კვიპროსული Goal.com.cy-ს ინფორმაციით, ფამაგუსტის "ანორთოსისის" ქართველი მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა მეკარის შეძენით არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, უკვე განხორციელებული 3 ტრანსფერის შემდეგ ქეცბაიას მეკარის პოზიციის გაძლიერება სურს და ახალი მეკარის დამატება უნდა.

აღსანიშნავია, რომ საკითხი არ ეხება გიორგი ლორიას, რომელიც "ანორთოსისში" დარჩება და კვლავ გუნდის ძირითადი მეკარე იქნება. თემურს 22 წლამდე ასაკის მეკარე სათადარიგოთა სკამისთვის სჭირდება.

თვის დასაწყისში კი იწერებოდა, რომ კვიპროსულ კლუბს თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა დატოვებდნენ. ასევე საუბარი იყო გიორგი პაპუნაშვილისა და გიორგი ქვილითაიას დამატებაზე, თუმცა ამ საკითხებზე ახალი
არაფერია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ქვილითაია ხალხო,რა უნდა ამ კაცს ამ ეტაპზე კვიპროსში? ჯერ ახალგაზრდაა და იქ უნდა იბრძოლოს ძირითადში,მთავარია ჯამრთელად იყოს! გენტი აიწონის მთელ კვიპროსის ჩემპიონატს!
gabo
14:31 16-06-2020
0
ქვილითაია კი გამოადგება ისე ანორთოსისს.
აი პაპუნაშვილის რა გხტრათ. კაცი ფეხბურთს არ თამაშობს. სეგუნდას უპირობო აუტსაუდერშიც კი სკამზეა დ აანორთოსისში რაში სჭირდებათ.
ავოე
18:42 15-06-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული