"ლევანტემ" "სევილიასთან" ფრეს მიაღწია - ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო

AutoSharing Option
ლა ლიგის 28-ე ტურში "ლევანტესა" და "სევილიას" მატჩი 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანდალუსიელები მუნირის პასით ლუკ დე იონგმა დააწინაურა, ხოლო 87-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა დიეგო კარლოსმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი.

"სევილია" 51 ქულით მესამე ადგილზეა, "ლევანტე" კი - 35 ქულით მე-12 პოზიციაზე.

"ლევანტეს" მწვრთნელმა პაკო ლოპესმა 5 ცვლილება განახორციელა, მაგრამ განაცხადში მყოფი 20 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მოედანზე არ შეუშვა.

ქოჩორაშვილი "ლევანტეში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და დუბლებში ასპარეზობდა.

20 ივნისს "ლევანტე" სტუმრად "ესპანიოლს" დაუპირისპირდება და შეიძლება
გიორგის თამაში მოუწიოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ამ ბიჭს პიარი საერთოდ არ აქვს და მემგონი უფრო მიაღწევს ვიდერე სხვები - 20 წლისაა ლა ლიგაში განაცხადში მოხვდა - ეს რო სხვა ყოფილიყო აგვიკლდებდით ალბათ ამ ბიჭზე კი გაკვრით წერენ ყველგან არადა ჩემი აზრით დიდი წარმატებაა - ტოპ ჩემპიონატში ერთადერთი ფეხბურთელი გვყავს თუნდაც სათატარიგოზე რო მოხვდეს ეგეთი .
ლაშა
16 ივნისი 2020 09:46
0
მეც ვეთანხმები ლაშას.ძალიან საინტერესო ბიჭია,1999 იანია და აშკარად ყურადღება მისაქცევია ვიდრე გაპიარებული მამიკოს ბიჭები.
ზეზვა
16 ივნისი 2020 12:57
0
აი ესეთებს ჭირდებათ ეხლა ხელის შეწყობა ესპანეთში თამაშობს ბიჭი გამოიძახოს ვაისმა მოსინჯოს მისცეს შანსი არამგონია ლევანტეს დუბლებიდან გადმოეყვანათ მთავარ გუნდში მონაცემები რომ არ ქონდეს.წარმატებები
თემური
17 ივნისი 2020 00:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული