კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის დროს მოსკოვის "სპარტაკის" დუბლების 19 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე და მისი ორი თანაგუნდელი რუსეთში ველოსიპედებით დაბრუნდნენ.
"სპარტაკის" სამი ფეხბურთელი - ნიკოლოზ ქუთათელაძე, მალკოლმ ბადუ და სწორედ ის ანდრეა რომანიოლი ფინეთიდან რუსეთში ველოსიპედებით დაბრუნდნენ! მე არ ვხუმრობ. ფეხით საზღვარზე გადმოსვლა არ შეიძლება, ავტომობილით არ შეიძლება, ველოსიპედით კი შეიძლება (არ მკითხოთ, "რატომ").
ასეთი ტურისტები ზურგჩანთებით. საყვარლები! რა თქმა უნდა, მოსკოვამდე უკვე ასე აღარ უმგზავრიათ...
ასეთი ტურისტები ზურგჩანთებით. საყვარლები! რა თქმა უნდა, მოსკოვამდე უკვე ასე აღარ უმგზავრიათ...
ყველაზე მეტად საინტერესოა, სად აიღეს ველოსიპედები და შემდეგ რა უყვეს მათ",
- წერს ანდრონოვი "იუთუბის" არხზე.