კვიპროსული გამოცემა: ოქრიაშვილს "ანორთოსისის" უფრო მაღალ დონეზე აყვანა შეუძლია

AutoSharing Option
კვიპროსული გამოცემა protathlima.com-ი მცირე სტატიას აქვეყნებს ფამაგუსტის "ანორთოსისისა" და საქართველოს ნაკრების შემტევ თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ.

აი, რას წერს საიტი ქართველზე:

"გასულ ზაფხულს თემურ ქეცბაიას მიერ მოყვანილი ერთ-ერთი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი თავისი დონით მართლაც გამორჩეულია.

ქართველმა ნახევარმცველმა, რომელმაც გამოცდილება სხვა მაღალი დონის ლიგებში მიიღო, აჩვენა, რომ თამაშის შედეგზე ზემოქმედება შეუძლია. მოურიდებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჩვენი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

მან რამდენიმე ტრავმა მიიღო და ამის შედეგად შესაძლებლობის დიდი ნაწილის გამოვლენა ვერ შეძლო. თუმცა წელს თემურის მხარდაჭერითა და ახალი ძალებით მისგან
უფრო მაღალი დონის თამაშს ველოდებით.

თუ ოქრიაშვილი საკუთარი ნიჭის რეალიზაციას შეძლებს, "ანორთოსისი" ავტომატურად უფრო მაღალ დონეზე ავა და სახეზეც ძალიან "მაგარი" ფეხბურთელი გვეყოლება.

გახსოვდეთ, რომ ოქრიაშვილს, როგორც შეტევის მარცხენა ფლანგზე, ისე ნახევარმცველად თამაშიც შეუძლია, რაც სხვისგან გამოარჩევს."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული