ავსტრიული გამოცემა: კიტეიშვილი "შტურმის" ერთადერთი იმედისმომცემი ფეხბურთელია

AutoSharing Option
ავსტრიული საიტი meinbezirk.at-ი გრაცის "შტურმის" შესახებ აქვეყნებს სტატიას და ტექსტში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილზეც წერს.

"რა იყო ეს, წამიერი აფეთქება თუ ხელიდან გაშვებული საგზურისთვის რბოლაში კვლავ ჩართვის წინა სიგნალი? "შტურმის" გამარჯვებამ გარკვეული ემოციები დააშოშმინა, თუმცა როგორ გაგრძელდება პლეი-ოფში საქმეები, ამას დღეს, ოთხშაბათს, ლასკ-თან გასამართი მატჩი გვიჩვენებს.

გუნდში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები მოუსვენრობას იწვევდა. "შტურმის" შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მომავალზე გათვლილ აქციად შეიძლება ჩავთვალოთ, რომელსაც კარგი პოტენციალი და სატრანსფერო ღირებულება აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდის დღევანდელი შემადგენლობა
გაკოტრების შემდეგ ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, ბოლო წლებში მთლიანი სატრანსფერო ღირებულება თითქმის 2-ჯერ შემცირდა." - წერს საიტი.

"შტურმი" ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში ბოლო, მე-6 ადგილს იკავებს. გუნდი დღეს, 17 ივნისს გასვლაზე ლასკ-ს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:30-საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოთარი კარგია მაგრამ შტურმი არის 0
ბაჩი
17:01 18-06-2020
0
ყოჩაღ ოთოს. მშვენიერი პროგრესი აქვს და იმედია გაგრძელდება. წარმატებები კიტეიშვის.
G.LA
23:05 17-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული