რუსული გამოცემა: "რუბინს" კვარაცხელიასა და დავითაშვილზე მსურველთა რიგი უდგას

AutoSharing Option
რუსული გამოცემა Business Online-ი აქვეყნებს სტატიას ყაზანის "რუბინის" შესახებ და მათ შორის, გუნდის ქართველი ფეხბურთელების, ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც წერს.

წყაროს ცნობით, "რუბინმა" ჩემპიონატის განახლების წინ 4 დახურული მატჩი გამართა და ამ შეხვედრებში გოლები 5-მა ფეხბურთელმა გაიტანა. მათ შორის ორივე ქართველი იყო.

გარდა ამისა, გამოცემის მიხედვით, "რუბინის" რამდენიმე ფეხბურთელი უფრო მაღალი დონის კლუბებს სურთ:

"დარჩენილ ტურებში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ეს ფეხბურთელები იქნებიან: ფილიპ ურემოვიჩი, ოლეგ დანჩენკო, იგორ კონოვალოვი და ახალგაზრდა ქართველები: დავითაშვილი და კვარაცხელია.

ამ მოთამაშეების მიმართ კლუბების
მთელი რიგი იჩენს ინტერესს, თუმცა ყველაზე მეტად ხორვატი ურემოვიჩის გაყიდვაა რეალური, რომელიც ინგლისურ კლუბებს სურთ."

რუსეთის პრემიერლიგა დღეს, 19 ივნისს განახლდება, "რუბინი" კი ხვალ, 20 ივნისს "ურალთან" ითამაშებს. ეკატერინბურგში შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
1-2 weli stabilurad tamashi da moxodva undat da mere axal gundshi
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული