ხვიჩამ "ურალს" მოუგო - რუსული მედია აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
კარგა ხანია ქართველი ფეხბურთელის ესოდენ ლამაზი და კარგი თამაში არ გვინახავს - ხვიჩა კვარაცხელიამ "ურალთან" ჩემპიონატის 23-ე ტურში თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა და ბაკაევს გამარჯვების გოლიც გაატანინა.

ტელეარხმა "მატჩ პრემიერმა" ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სამართლიანად აღიარა.

"სოვეტსკი სპორტმა" ხვიჩას დიდებულ თამაშს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორივე გოლი მისი ორგანიზებული იყო.

"ბიზნეს ონლაინი" წერს, რომ ეს კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი და ბენეფისი იყო.

sports.ru-მ წერილიც კი მიუძღვნა ჩვენებურს:

"ხვიჩამ "ურალი" სუპერმოდურად დაამარცხა.

ეკატერინბურგში "რუბინი" თითქმის მთელი პირველი ტაიმი უფერულად ირჯებოდა, ცეცხლი
აკლდა და ეს ხვიჩა კვარაცხელიამ შესძინა.

კუთხურისას ის ადვილად შეიჭრა თავისუფალ ზონაში და ყველაფერი იდეალურად შეასრულა. ეს მიმდინარე სეზონში კუთხურის შედეგად "რუბინის" პირველი გატანილი გოლია.

მომართულმა ხვიჩამ მეორე ტაიმის დასაწყისში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა სოლტმურად ბაკაევს ჩემპიონატზე პირველი გოლი გაეტანა. მან ცარიელ კარში შეაგდო ბურთი.

დიდად იმედისმომცემი ხვიჩასთვის ეს სეზონში მესამე გოლი და მეორე საგოლე გადაცემაა. მან პირველად განახორციელა სეზონში ერთზე მეტი შედეგიანი მოქმედება. ყველა წინა შეხვედრები, რომლებშიც მან თავი გამოიჩინა, 1:1 დასრულდა. ახლა ხვიჩა მძლვრად ჩაერთო, თამაში გადაატრიალა და "რუბინმა" გაიმარჯვა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
კვარაცხელიას წალენჯიხარჲ,დავითაშვილი(დავითაია)ჩაკვეტაძე(ჩაკვეტაია)ბოლო ირს შორეული წინაპრები სწორედ ეგრისელები ანუ მეგრელები ყავდათ,ასევე ხარაია გადაშენებული მეგრული გვარიშ,უფრო სწორედ გადაკეთებული გვარი და დაკარგული ენა,ასევე ლაბჟანია
ბაჩი
19:11 21-06-2020
14
სულ პატარაობიდან ვაკვირდები და ყველა თვისება აქვს, რაც სუპერვარსკვლავს სჭირდება. ეს ბიჭი, ზურიკო და ჩაკვე ქართულ ფეხბურთს დიდებას დაუბრუნებენ.
ცოტნე
10:50 21-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული