
უკრაინის პრემიერლიგის 27-ე ტურში დავით ხოჭოლავას "შახტარმა" კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონზე "ოლეკსანდრია" 3:2 დაამარცხა და ვადამდე გახდა ჩემპიონი.
დონეცკურმა გუნდმა ზედიზედ მეოთხედ, მთლიანობაში კი მეცამეტედ მოიპოვა ოქროს მედლები. ცნობისათვის, კიევის "დინამო" თხუთმეტგზის ჩემპიონია.
![დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონი გახდა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/5224f353af972c4f25476cf3d9e09225.jpg)
ამ მატჩში ხოჭოლავა 86-ე წუთზე ალან პატრიკის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მან მიმდინარე ტურნირის 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
"ჩვენ უკრაინის ჩემპიონები ვართ! ვულოცავთ ყველა გულშემტკივარს! სადაც არ უნდა იყოთ, თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობთ", - წერს დონბასური კლუბი "ტვიტერზე".
ნამატჩევს "მეშახტეებმა" ჩემპიონის მორიგი მოპოვებული ტიტული იზეიმეს.
![დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონი გახდა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/4ce6af250d9c52fd31e3fd21b21cc65d.jpg)