გია ცეცაძე: ჩემს ხელში "ლვოვი" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის კლუბ "ლვოვის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცეცაძემ დანიშვნის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და გუნდის მომავალზე ისაუბრა.

"პირველი შთაბეჭდილებები ნორმალურია. რასაც ველოდი, ის არის.

მიმდინარე სეზონში მიზნად რთული სიტუაციიდან გამოსვლა დავისახეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი 5 შეხვედრიდან რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ. თუ ყველა მატჩში გავიმარჯვეთ, ეს იდეალური იქნება.

ჩემპიონატის ღირსეულად დასასრულებლად საჭიროა გუნდმა ბევრი თამაში მოიგოს და ამის შემდეგ კი მომავალი სეზონისთვის დავიწყებთ მუშაობას.

ჩემს ხელში "ლვოვი" შემტევი ფეხბურთის თამაშს შეეცდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაცვაში კარი ღია
გვექნება. თანამედროვე ფეხბურთში ბალანსი უმნიშვნელოვანესია.

ბუნებრივია, სტრატეგიული მომენტები იქნება და სწორედ მათზე გავაკეთებთ ფსონებს. გუნდი კი პრაგმატულ ფეხბურთს ითამაშებს. სწორედ ასეთი ფეხბურთით დგება შედეგი.

საქართველოში ლეგიონერებთან მიმუშავია, თუმცა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, საფეხბურთო ენა ყველას ესმის. მთავარია, რაზეც ფეხბურთელებთან ვისაუბრებთ, იმის გაკეთება მოედანზე შეძლონ", - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

მომზადებულია sport.ua-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ,კარგი ადამიანია და დარწმუნებული ვარ იქაც ივარგებს!
Z.g.
13:29 24-06-2020
1
მიბაძე ქეცბას და წაიყვანე 1-2 ქართველი.
2

სიახლეები პოპულარული