"ლოკოს" გენდირექტორი: ჯუღელმა კვარაცხელიას ტრანსფერის საქმეში მოგვატყუა, ახლაც განვიცდი მის დაკარგვას

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ რუსულ გამოცემა "სპორტ ექსპრესთან" საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია გაიხსენა და ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

თქვენ აკადემია გაიხსენეთ. ახლა ხომ აღარაა ისეთი სიტუაცია, რომ მაგალითად, კოკორინის მსგავსი ახალგაზრდა მოთამაშე "მოგტაცონ"?
- როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამ შეუძლებელია? ცოტა ხნის წინ კვარაცხელია წაიყვანეს. დღემდე განვიცდი მის დაკარგვას. ბრწყინვალე ფეხბურთელია, ნამდვილი მებრძოლი. მძიმე გაკვეთილი იყო, თუმცა უკვე ჭკუა ვისწავლე.

რისი გაკვეთილი, რას გულისხმობთ?
- იმისა, თუ როგორ უნდა ვიმუშაო აგენტებთან.

ეს როგორ?
- ყველაფერი წამიერად უნდა დააფიქსირო. მოილაპარაკე? მაშინვე ყველაფერი ქაღალდზე
უნდა გააფორმო. მსოფლიოში სატელევიზიო უფლებების სფეროში ხელის ჩამორთმევით მიღწეულ შეთანხმებას ვერ დაარღვევ - წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, ბიზნესიდან მოგისვრიან.

ზოგჯერ შეუძლებელია გარიგების სწრაფად გაფორმება, სხვადასხვა პირობაზე შეთანხმება გვიწევს. ფეხბურთში კი ყველაფერი სხვანაირად არის.

შეიძლება ითქვას, რომ აგენტმა მოგატყუათ?
- დიახ. ჩვენ წინასწარი შეთანხმება გვქონდა, რომელიც უცებ, ხვიჩას მოქმედი იჯარის დასრულებამდე 5 დღით ადრე შეიცვალა.

ერთხელ აგენტი კიევის "დინამოს" ჯანო ანანიძის ტრანსფერზე შეუთანხმდა, თუმცა ის მოსკოვის "სპარტაკში" წამოიყვანა. ახლა იმ აგენტს "დინამოს" სიახლოვეს კი არა, კიევშიც არ უშვებენ...
- კვარაცხელიას აგენტთან დაკავშირებით ზუსტად იგივეა. "ლოკომოტივს" ვეღარ გაეკარება. ეს ჩვენთვის ზედმეტად ძვირფასი შეცდომა იყო - თუმცა მომავალში კიდევ უფრო სერიოზულ შეცდომებს ავარიდებთ თავს.

2019 წლის თებერვალში 17 წლის ხვიჩა კვარაცხელია "რუსთავიდან" "ლოკომოტივში" იჯარის წესით გადავიდა. მარტში კი პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა და 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რუსეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა.

ივლისში კი ქართველი ფეხბურთელი ყაზანის "რუბინში" აღმოჩნდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ ტურში, "ურალთან" ულამაზესი გოლი გაიტანა და არანაკლები საგოლე გადაცემა გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელიას ინტერესებს კი აგენტი მამუკა ჯუღელი იცავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
gamodi gicani he ....................
sen 1
13:42 25-06-2020
0
კიკნაძეს სიომინის გამო,მთელი ლოკომოტივის ფანობა გაუნაწყენდა და კლუბს ბოიკოტი გამოუცხადა.ახლა კვარაცხელიას შესახებ ნაჭამზე,თავის გამოკარგკაცებას ცდილობს.ქართველს, ქართველის დატოვებაზე რომ რუსი გეხვეწება და შენ ეუბნები უარს.ასეთ კაცზე რა უნდა ვთქვათ?ხვიჩას ამდენი სათამაშო პრაქტიკა ლოკომოტივში,მაინც ვერ ექნებოდა,რუბინის მწვრთნელი კი,საკმაოდ კარგი მწვრთნელია.ასე რომ რაც მოხდა,მგონი ხვიჩასათვის უკეთესიც გამოვიდა.რუსთავიდან ხვიჩას წაყვანა კი,რა პირობებით მოხდა,ეს მგონი ცალკე სასაუბრო თემაა.რუსთავს გაცილებით მეტის აღება შეეძლო,მისი გაშვებაში,თუმცა ხვიჩას ინტერესები გაითვალისწინეს თუ სხვა რამ,ადვილად შეელივნენ მას.უცხოური კლუბები როგორც კი ნიჭიერ ფეხბურთელს იპოვნიან,მასთან ხანგრძლივ ვადიან კონტრაქტს აფორმებენ,რომ შემდეგ,თუ მისი გაყიდვა მოუწევთ,დიდი კომპენსაცია მიიღონ.ჩვენთან კი,მაშინვე უწყვეტენ კონტრაქტს,როგორც კი მყიდველი გამოჩნდება და კლუბი უფასოდ ელევა ტალანტს.ცოტა ძნელად დასაჯერებელი მეჩვენება,რომ ასე იოლად შეელიო ტალანტს და უკაპიკოდ გაუშვა,ან კიდევ მართლაც კაპიკებში და ეს,მხოლოდ ფეხბურთელის ინტერესებიდან გამომდინარე.სულო ცოდვილო და რატომღაც მგონია,რომ აქ მარცხენა(ლევი) ბუღალტერიაც იარსებებს.თუმცა აქვე დავძენ,რომ ხვიჩას მამა,რუსთავის ინფრასტრუქტურაში მუშაობდა და მისი გაშვება,შესაძლოა სწორედ მისი პატივისცემით მოხდა, ასე იოლად.ადამიანური ფაქტორის გამორიცხვა,ნამდვილად არ შეიძლება.
სოსო
09:53 25-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული