გუშინ, 23 ივნისს, "აჭარასპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას სტამბულის "ბეშიქთაშში" განაგრძობდა და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მხარეებისაგან ჯერ არაფერი ისმის, აღნიშნული სიახლე თურქულმა წყაროებმაც დაადასტურეს.
sporx.com-ი წერს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი "ბეშიქთაშში" ითამაშებს და მხარეები პირობებზე უკვე შეთანხმდნენ. წყაროსვე ცნობით, ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება.
ნიკა ნინუა, რომელიც 21 წლის 2 დღის წინ გახდა, თბილისის "დინამოს" ძირითად გუნდში მეხუთე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში ნინუამ ეროვნულ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. მას "ტრასნფერმარკტი" 900 000 ევროდ აფასებს.