"შტურმის" დირექტორი: კიტეიშვილის სანაცვლოდ 1,5 მილიონი? ქაღალდი ტყუილად არ დახარჯონ

AutoSharing Option
ავსტრიული spox.com-ი აქვეყნებს სტატიას საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის შესახებ და ტექსტს კლუბის სპორტულ დირექტორ ანდრეას შიკერის Kronen Zeitung-თან გაკეთებულ კომენტარსაც ურთავს.

გამოცემის მიხედვით, "შტურმში" ძალიან ცოტა ფეხბურთელია, რომლებიც სხვა კლუბების ინტერესს იწვევენ, თუმცა ოთარ კიტეიშვილი სრულიად განსხვავებული შემთხვევაა და მისით თურქული გრანდი "ფენერბახჩე" არის დაინტერესებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქები ქართველი ნახევარმცველის შეძენას 1-1,5 მილიონ ევროდ გეგმავენ, თუმცა ამ იმედებს "შტურმის" დირექტორატის წარმომადგენელმა ცივი წყალი გადაასხა.

"1,5 მილიონი ევრო? არა, ეს თანხა არ იმუშავებს.

კიტეიშვილის თაობაზე მოლაპარაკებები
არავისთან გვქონია. ჯერ არც არანაირი შემოთავაზება მიგვიღია. თუმცა, თუ ვინმე ასე მცირე თანხის დატანას აპირებს მომართვის წერილში, აჯობებს, ქაღალდს გაუფრთხილდეს", - განაცხადა ანდრეას შიკერმა.

altკიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმი" სახლში 2:0-ს იგებდა და წაგება მოახერხა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი არის
kiki
16:57 30-06-2020
0
გახსოვთ, თურქები რომ ტიროდნენ ჩაკვეტაძე დინამოში რომ იყო ნეტა მაშინ გვეყიდა 1,5 ლიმონი ღირდაო? ახლაც ეგ პონტია. უბრალოდ ავსტრიაში ასე ზერელედ არავინ ეკიდება საქმეს. 800 000 გადაიხადეს ნინუაში და ხალხი გახარებული იყო ლამის გამოვშტერდი. მაგ ბიჭის რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი მასეთ ტალანს 8-10 მილიონზე ნაკლებად ბელგიაში მაგალითად არავინ გაყიდიდა ეს მინიმუმ
Apollon limasol
13:53 30-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული