"შტურმის" დირექტორი: კიტეიშვილის სანაცვლოდ 1,5 მილიონი? ქაღალდი ტყუილად არ დახარჯონ

AutoSharing Option
ავსტრიული spox.com-ი აქვეყნებს სტატიას საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის შესახებ და ტექსტს კლუბის სპორტულ დირექტორ ანდრეას შიკერის Kronen Zeitung-თან გაკეთებულ კომენტარსაც ურთავს.

გამოცემის მიხედვით, "შტურმში" ძალიან ცოტა ფეხბურთელია, რომლებიც სხვა კლუბების ინტერესს იწვევენ, თუმცა ოთარ კიტეიშვილი სრულიად განსხვავებული შემთხვევაა და მისით თურქული გრანდი "ფენერბახჩე" არის დაინტერესებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქები ქართველი ნახევარმცველის შეძენას 1-1,5 მილიონ ევროდ გეგმავენ, თუმცა ამ იმედებს "შტურმის" დირექტორატის წარმომადგენელმა ცივი წყალი გადაასხა.

"1,5 მილიონი ევრო? არა, ეს თანხა არ იმუშავებს.

კიტეიშვილის თაობაზე მოლაპარაკებები
არავისთან გვქონია. ჯერ არც არანაირი შემოთავაზება მიგვიღია. თუმცა, თუ ვინმე ასე მცირე თანხის დატანას აპირებს მომართვის წერილში, აჯობებს, ქაღალდს გაუფრთხილდეს", - განაცხადა ანდრეას შიკერმა.

altკიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმი" სახლში 2:0-ს იგებდა და წაგება მოახერხა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი არის
kiki
30 ივნისი 2020 16:57
0
გახსოვთ, თურქები რომ ტიროდნენ ჩაკვეტაძე დინამოში რომ იყო ნეტა მაშინ გვეყიდა 1,5 ლიმონი ღირდაო? ახლაც ეგ პონტია. უბრალოდ ავსტრიაში ასე ზერელედ არავინ ეკიდება საქმეს. 800 000 გადაიხადეს ნინუაში და ხალხი გახარებული იყო ლამის გამოვშტერდი. მაგ ბიჭის რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი მასეთ ტალანს 8-10 მილიონზე ნაკლებად ბელგიაში მაგალითად არავინ გაყიდიდა ეს მინიმუმ
Apollon limasol
30 ივნისი 2020 13:53
0
თუნდაც ასე დაქცეული და განადგურებული შტურნის წამყვანი ფეხბურთელი გაცილებით მეტი ღირს. ეს თურქებმაც ჩვენზე უკეთ იციან. ძალიან მინდა სადმე გადავიდეს კიტეიშვილი, დარწმუნებული ვარ პროგრესსს გააგრძელებს ნორმალურ გუნდში.
G.LA
30 ივნისი 2020 12:58
0
ეს ბიჭი თურქეთისთვის არ მემეტება, რა თქმა უნდა, სჯობს ბუნდესლიგა, ან ჰოლანდიის რომელიმე გრანდი. მილიონნახევარი ევრო, მართლაც არასერიოზული თანხაა, ბევრად ძვირი ღირს!
მერაბი
30 ივნისი 2020 09:45
0
ჩემი აზრით ამ მომენტისათვის ოთარ კიტეიშვილზე ძლიერი ქართველი ფეხბურთელი არ გვყავს.ძალიან ჭკვიანი და მშრომელია. თამაში მიჰყავს. უკვე რამდენი ხანია სტაბილურად თამაშობს და სტაბილურად უმატებს. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს,ზურიკოს,კვარაცხელიას,ზუსტად ის სტაბილურობა აკლიათ რაც ოთარს აქვს. ფაქტობრივად ეხლა იწყებენ დანარჩენები კარიერას და 1-2 მაღალი დონის თამაში არ არის საკმარისი იმისათვის,რომ შეაფასო როგორც ძლიერი ფეხბურთელი. თუმცა ბევრად პერსპექტიულები არიან ვიდრე თუნდაც ოთარი იყო,მაგრამ არავის სჭირდება 1-2 უმაღლესი დონის თამაში,ფეხბურთელი სტაბილურობით ფასდება.ამიტომ 1,5 მილიონი ძალიან ცოტაა ესეთი დონის მოთამაშეში
საქართველო
30 ივნისი 2020 06:03
0
შტურმის ნაცვლად დინამო რო ყოფილიყო 1,5 მილიონად კიტეიშვილთან ერთად კიდე ორ ფეხბურთელს გაატანდა.თავის დროზე ოთოსთვის და კიდევ სხვა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის გრძელვადიანი კონტრაქტები უნდა გაეფორმებინათ და სატრანსფერო ფასიც განესაზღვრათ.რა თქმა უნდა ამას დინამოშიც ხვდებიან, მაგრამ არ შესწევთ უნარი ხისტი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარონ.დინამოს დიქტატორი ჭირდება და არა მხოლოდ აკადემიის ბავშვებზე შეყვარებული ფიფია.მადლობა ფიფიას აკადემიისთვის და ყველაფრისთვის რაც გუნდისთვის გააკეთა, მაგრამ აქ უფრო ქარიზმატული პიროვნებაა საჭირო.
Caruzo9
29 ივნისი 2020 23:15
3
მართალია,1.5 მილიონი,მართლა მასხრად აგდებაა.მინიმუმ 3 მილიონი მაინც ღირს.თურქებისგან ვაჭრობა ჩვეულებრივი მოვლენაა
master
29 ივნისი 2020 22:53
0
ლოგიკური კომენტარია. კიტეიშვილი ძალიან კრეატიული და პროგრესული მოთამაშეა. დღეს ასეთი მოთამაშეები რამდენიმე მილიონი მაინც ღირს. რატომ უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ ქართველია? ჩვენც შეგვიძლია გვყავდეს ოთოს მსგავსი ფეხბურთელი, რომელიც თავის გუნდში მაესტროა და ერთ დღესაც დიდ სიტყვასაც იტყვიან ფეხბურთში
რაფა ნადალი
29 ივნისი 2020 21:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული